workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაბრეგასი:”თავს მნიშვნელოვან ფიგურად ვგრძნობ”

ფაბრეგასი:”თავს მნიშვნელოვან ფიგურად ვგრძნობ”

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა სესკ ფაბრეგასმა ჟურნალისტებთან გუნდში საკუთარ როლზე ისაუბრა. 

“ხერარდო მარტინო ფეხბურთის სტილით განსხვავდება გვარდიოლსგან და ვილანოვასგან. მას მოსწონს სათამაშო სტილი და ეს ჩვენ ძალიან გვეხმარება დონის შენარჩუნებაში. ბოლო პერიოდში მე ხშირად მიწევს სასტარტო შემადგენლობაში თამაში და მთლიანი მატჩის ჩატარება. ახლა მე თავს გუნდისთვის მნიშვნელოვან ფიგურად ვგრძნობ.”

“მარტინო ჩვენგან ცვლილებებს ითხოვს. ასევე გვთხოვს გავიხსენოთ თამაშის გარკვეული ასპექტები, რომელსაც გვარდიოლას დროს ვიყენებდით. ის თვლის, რომ თამაშის დროს ადგილი ყველსთვისაა. ზოგჯერ საჭიროა ტემპის შენელება. ზოგჯერ ამ შენელებით სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება. მწვრთნელს სურს, რომ ჩვენ ვითამაშოთ ჭკვიანურად და ვიგრძნოთ თამაშის ტემპი.” – დაასრულა ფაბრეგასმა. 

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward