დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველმა, ილქაი გიუნდოგანმა, მცირე კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, “ბარსელონაში” გადავიდეს. ამ მომენტში, გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, ჯერ კიდევ არ დაუსრულებია ფიქრი ამ საკითხზე.
“გადაწყვეტილებას საკუთარ მომავალთან დაკავშირებით მალე მივიღებ. ყველა საკითხი ჯერ კიდევ ღია რჩება”, – განაცხადა გიუნდოგანმა.
შეგახსენებთ, დორტმუნდელთა ხელმძღვანელობა ყველანაირად ცდილობს, რომ გუნდოგანმა კონტრაქტი გაახანგრძლივოს, თუმცა ფეხბურთელი მისი ამჟამინდელი კლუბის წინადადების მიღებას არ ჩქარობს.