დღეს “ბარსელონას” მეკარე ვიქტორ ვალდესს 32 წელი შეუსრულდა. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონზე ფეხბურთელს ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გაუცდა, მას მაინც შესანიშნავი სტატისტიკა აქვს. 21 შეხვედრაში მან 12-ჯერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა (51.1%). ვალდესმა არაჩვეულებრივად დაიწყო 2014 წელიც, “ელჩესა” და მადრიდის “ატლეტიკოსთან” მატჩში მის კარში არც ერთი გოლი გასულა.
ვიქტორ ვალდესის დუბიუტი კლუბში 2002/03 წლების სეზონზე შედგა, მას შემდეგ ესპანელმა 376-ჯერ მოირგო “ბლაუგრანას” მაისური. ამჟამად ვიქტორ ვალდესი კლუბში ჩატარებული შეხვედრებით მეოთხე ადგილს იკავებს. მას მხოლოდ ჩავი, პუიოლი და მიგელი უსწრებენ.
ვიქტორ ვალდესს ხუთჯერ აქვს მოგებული ზამორას თასი, შესაბამისად 2004/05, 2008/09, 2009/10 და 2010/11 წლების სეზონებზე, მსგავსი შედეგი კი მხოლოდ ლეგენდარულ ფეხბურთელ, “ბარსელონას” ყოფილ მეკარე ანტონი რამალეტსს აქვს.






