workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“მესის ერა დასრულებულია!” (გამოხმაურებები)

“მესის ერა დასრულებულია!” (გამოხმაურებები)

მსოფლიო და ესპანური პრესა ოქროს ბურთის დაჯილდოვების გუშნდელ ცერემონიალს გამოეხმაურა. სათაურები მრავალგვარი იყო. ზოგიერთმა გაზეთმა (განსაკუთრებით მადრიდულებმა) არც გაზვიადებისგან შეიკავეს თავი და მეტად გადააჭარბეს (დაახლოებით იმდენად, რამდენადაც ბლატერმა ხხმის მიცემის ვადებს). საკუთარი აზრი გამოთქვეს ცნობილმა მოქმედმა და ვეტერანმა ფეხბურთელებმაც:

Marca: “ფეხბურთს ახალი მეფე ჰყავს!”

El Mundo Deportivo: “2013 წლის ოქროს ფეხბურთელი რონალდოა.”

Sport: “გზა ცრემლებიდან CR7-მდე.. მესი 4-2 რონალდო.”

As: “მესის ერა დასრულებულია!”

 

ფლორენტინო პერესი: “სამართალმა იზეიმა!”

ტომას რონსერი (“ას”-ის რედაქტორი): “ბლატერმა ყველა ცოდვა გამოისყიდა! მესის გამარჯვებები ყოველთვის დავას იწვევდა ხოლმე, რონალდო კი უკონკურენტოა!”

ლუის მასკარო (“სპორტის დირექტორი”): “ეს არის უსამართლობა და რონალდუზე მომუშავე პიარის დამსახურება.”

მიშელ პლატინი: “იმედგაცრუებული ვარ, წელს რონალდუ-მესის წელი აღარ უდნა ყოფილიყო.:

ხრისტო სტოიჩკოვი: “ეს ყველაფერი ბლატერის ფიფაში ყოფნის გამო ხდება, როგორ წარმოგიდგენიათ, ამ ყველაფრის შემდეგ როგორ უნდა დაუბრუნდეს რიბერი ვარჯიშს და რა მოტივაცია უნდა ჰქონდეს, როდესაც ყველაფრის მოგება მეტად არ ფასდება?”

ვალტერ პანდიანი: “იმდენი იტირე, სანამ არ მოგცეს…”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward