workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
წლის სიმბოლური ნაკრები უკვე ცნობილია?

წლის სიმბოლური ნაკრები უკვე ცნობილია?

ბოლო წუთებში ინტერნეტში ვრცელდება სურათი, რომელზეც “ფიფას” გალა-დაჯილდოების რეპეტიციაა ასახული. სურათზე ჩანს FIFA/FIFPro-ს 2013 წლის სიმბოლური გუნდი, რომელიც, დიდი შანსია, ნამდვილიც იყოს.

თუ რეპეტიციის დროს ნაჩვენები მონაცემები სწორია, მაშინ 2013 წლის სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი, 4 წარმომადენელი “ბარსელონას” ეყოლება. ესენი არიან დანიალ ალვესი, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა და ლიონელ მესი. საუკეთესო 11 ფეხბურთელიდან 3 “ბაიერნის” მოთამაშე იქნება. 2-2 ფეხბურთელით იქნებიან წარმოდგენილნი “რეალი” და პსჟ.

არაოფიციალური ინფორმაციით, 2013 წლის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება: ნოიერი, ალვესი, რამოსი, სილვა, ლამი, ჩავი, ინიესტა, რიბერი, მესი, იბრაჰიმოვიჩი, რონალდუ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward