workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
მარტინოს წინასამატჩო პრესკონფერენცია

მარტინოს წინასამატჩო პრესკონფერენცია

მიუხედავად იმისა, რომ შაბათს “ვისენტე კალდერონზე” ერთმანეთს ჩემპიონატის ლიდერები დაუპირისპირდებიან, “ბარსას” ბოსი ამტკიცებს, რომ ეს არ იქნება გადამწვეტი შეხვედრა ტიტულისთვის: “წინ ჯერ კიდევ ნახევარი სეზონია და მე არ შემიძლია ეს თამაში ისე დავინახო, როგორც გადამწყვეტი ლიგისთვის, თუმცა, ვფიქრობ, რომ ორივე გუნდისთვის, უახლოეს მომავალში, მნიშნელოვანია ლიდერობა ჩემპიონატში და ევროპაში. მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური თვალსაზრისით”.

მარტინომ შეაქო შაბათის მოწინააღმდეგეები: “ის ძალიან ძლიერი გუნდია, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და მყარი ევროპაში. როგორც ჩანს, ჩვენ დიდი თამაში გვექნება. ჩვენ ვართ ბევრად უფრო უკეთესები, როგორც ერთობლივად, ისე ინდივიდუალირად, ვიდრე ხუთი თვის წინ, როდესაც ჩვენ მათ სუპერთასზე ვეთამაშეთ. მადრიდის “ატლეტიკო” მას შემდეგაც მაღალ დონეზე თამაშობს”.

მწვრთნელმა, ასევე “ბარსას” თამაშზე გაამახვილა ყურადღება: “ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მეტად აგრესიულები წინა ფრონტზე, ვიდრე სუპერთასზე ვიყავით. ჩვენ ვთამაშობთ საკუთარ საუკეთესო ფეხბურთს, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ ამოგვიწურია ჩვენი ლიმიტი და რომ კიდევ უფრო უკეთესად თამაში შეგვიძლია მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში”.

კითხვაზე, იქნება თუ არა მესი სასტარტო შემადგენლობაში, მარტინომ თქვა: “მესი კარგადაა – ყველა ხედავდა შუაკვირაში. თუმცა, მან ბევრი გამოტოვა და ჩვენ გადავწყვეტთ, მზად არის თუ არა 90 წუთი სათამაშოდ, ასეთ მომთხოვნ მატჩში. ჩვენ არ შეგვიძლია იმის დავიწყება, რომ მან გამოტოვა 60 დღე და მხოლოდ 30 წუთი ითამაშა. მე არ მისაუბრია მესისთან ამის შესახებ, მე ვესაბურები მას, ვფიქრობ უფრო მეტი უნდა მითხრას, რომ თავს კარგად გრძნობს სასტარტოსთვის, თუ ჩვენ ის დაგვჭირდება”.

სასტარტოში იქნება თუ არა მესი, მარტინომ 22 ფეხბურთელს უხმო, მათ შორის ალვესსა და ნეიმარსაც, რომლებმაც ბოლო რამდენიმე ვარჯიში გამოტოვეს და აფელაის, რომელზეც მწვრთნელმა თქვა “რომ მას სამედიცინო დასტური არ მიუღია. თითქოს ჩანდა, რომ ყველა ფეხბურთელი, რომლებიც ნორმალურად ვარჯიშობდნენ, აქ უნდა იყვნენ”. მარტინომ, ასევე აღიარა, რომ ფეხბურთელები შესანიშნავ ფორმაში არიან და სასტარტო თერთმეტეულის შერჩევა უფრო რთული იქნება. შაბათს, მას კიდევ ერთხელ მოუწევს რთული არჩევანის გაკეთება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward