გუშინ საღამოს, ბარსელონაში, გაიმართა ამხანაგური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს “ბარსელონას” მეორე გუნდი და ბრაზილიის ეროვნული ნაკრები დაუპირისპირდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, “პენტაკამპეონებმა” ახალგაზრდა კატალონიელები იოლად დაამარცხეს.
ოპტიმალური შემადგენლობით შეხვედრას არცერთი გუნდი არ შეხვედრია, თუმცა, სამხრეთ ამერიკელთა შემადგენლობაში მაინც თამაშობდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან დანიელ ალვესი, რობინიო, რამირესი და პატუ. რაც შეეხება “ბარსა ბ”-ს, მწვრთნელმა ამ გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები დაასვენა და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს გადახალისებული გუნდით დაუპირისპირდა.
ანგარიში მე-12 წუთზე გაიხსნა, როდესაც მასიპის კარში ზუსტად ლუკას ლეივამ დაარტყა. 2 წუთში მასპინძლებს გოლი პატუმაც გაუტანა, მესამედ კი კატალონიელთა კარი ფერნანდინიომ აიღო 81-ე წუთზე.
სანამ გუნდების შემადგენლობებს გაგაცნობდეთ, აღვნიშნავთ, რომ მატჩის მონაწილეებმა, შეხვედრის დაწყებამდე, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გასულ კვირაში დაღუპულ ყოფილ ფეხბურთელს, ხორდი პიტარქეს.
ახლა კი შემადგენლობები:
ბარსა ბ: მასიპი, ბარტრა, არმანდო, აბრაჰამი, პლანას რივეროლა, საული, ილიე, ედუ ორიოლი, ვიქტორ ვასკესი, როჩინა. შეცვლაზე: დალმაუ, ბენხა, ალკანტარა, უნსუე
ბრაზილია: დიეგო ალვეში, დანი ალვესი, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, ანდრე სანტოსი, ლუკას ლეივა, რამირესი, კარლოს ედუარდო, კოუტინიო, რობინიო, პატუ. შეცვლაზე: რაფაელი, ადრიანო, ალექსი, დუგლას კოშტა, ერნანი, სანდრო, ენრიკე, ფერნანდინიო, ჰალკი,