workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლას სურს რომ გუნდი “მანჩესტერის” წინააღმდეგ იყოს გაბედული

გვარდიოლას სურს რომ გუნდი “მანჩესტერის” წინააღმდეგ იყოს გაბედული

პეპ გვარდიოლას უნდა, რომ მისი გუნდი ფინალში იყოს გაბედული “მანჩესტერის” წინააღმდეგ და სწრაფი შეტევები არ დაამშვიდონ.საღამოს პრესასთან საუბარში კატალონიელთა დამრიგებელმა თქვა, რომ არ სურს მის გუნდს რომის ფინალში რამე შიში ჰქონდეს მოწინააღმდეგისა.წყარო  

“მე მინდა, რომ ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობდენ თამაშის დროს. მინდა იყვნენ გაბედულები და აჩვენონ ის რაც შეუძლიათ. ესაა ჩვენი ურთიერთ-დამოკიდებულება.”

“ფინალში ყოველთვის არის შიშის მომენტი და ჩვენ ის გასახდელში უნდა დავტოვოთ. არ მინდა, რომ ფეხბურთელებმა იმაზე იფიქრონ, რომ აუცილებლად უნდა მოიგონ. ჩვენ აქ ჩამოვედით ჩვენი ფეხბურთის საჩვენებლად.”

“შესაძლებელია ცუდად ვითამაშოთ, მაგრამ ეს სეზონი მაინც ფანტასტიურად ჩაითვლება, მიუხედავად იმისა გავიმარჯვებთ თუ არა. ჩვენ მართალც კარგი სეზონი გვქონდა, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.”

პეპ გვარდიოლამ ასევე კითხვებზე პასუხი გასცა მესისა და რონალდოსთან დაკავშირებით.

“ჩემთვის ეს ორივე ფეხბურთელი საუკეთესოა, თუმცა მინდა ვთქვა, რომ თუ ჩვენი ტაქტიკა გამოგვივიდა მაშინ მესი შეუჩერებელი გახდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ახლა კარგი ფეხბურთის ჩვენებაა.”

ბოლოს “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა დაამატა, რო გარკვეული ტაქტიკა აქვს ამ თამაშთან დაკავშირებით და ყველანაირად ეცდება ლიგის თასის კატალონიის დედაქალაქში ჩატანას.

წყარო:  www.goal.com

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward