“ხეტაფესთან” გასამართ მატჩამდე ხერარდო მარტინო ჟურნალისტების წინაშე წარსდგა.
“მე ვესაუბრე ლეოს, მან კი მითხრა, რომ თავს კარგად გრძნობს და სათამაშოდ მზად არის. მესი განაცხადს დაუბრუნდა. მან ვარჯიში “ელჩესთან” მატჩამდე 2-3 დღით ადრე დაიწყო. ის კოპა დელ რეის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ის “ატლეტიკოსთან” ითამაშებს თუ არა, იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ იგრძნობს თავს მატჩის შემდეგ.”
მარტინომ ნათლად განაცხადა, რომ ჯერ “ატლეტიკოზე” არ ფიქრობს: “ახლა შეცდომების დაშვების დრო არ არის. ამჟამად მხოლოდ კოპა დელ რეიზე ვართ კონცენტრირებულნი.”
“არ ვაპირებ გარისკვას და ბარტრას თამაშს, რადგან ის მცირე დისკომფორტს განიცდიდა. ჩავის ესმის, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ხოლო რაც შეეხება ალვეშს, ის ჯერ კიდევ არაა მზად.”
“ხეტაფესთან” ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ვითამაშეთ მათ წინააღმდეგ წინა მატჩში ბოლო 70 წუთი. სიმართლეა ის, რომ პირველი 20 წუთი ისინი დიდ უპირატესობას ფლობდნენ.”
“მესიმ ხეტაფეს 2007 წელს საოცარი გოლი გაუტანა, თუმცა ვიმედოვნებ, ის ხვალ კვლავ შეძლებს მეტოქის კარის აღებას,”-განაცხადა მარტინომ.