workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბარსა“ და მონტოია მოლაპარაკებებს მიდინარე კვირაში განაახლებენ

„ბარსა“ და მონტოია მოლაპარაკებებს მიდინარე კვირაში განაახლებენ

“ბარსელონას” ახალგაზრდა მარჯვენა მცველის, მარტინ მონტოიას საკითხი კვლავ გაურკვეველია. ბოლო ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელს კლუბში დარჩენა სურს.

მონტოიას კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების წარმოების უფლება აქვს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მონტოიას კლუბის გამოცვლა ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ Mundo Deportivo-ს ცნობით, ახლა, მას დარჩენა უფრო უნდა, ვიდრე წასვლა. კატალონიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, მხარეები, ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს მიმდინარე კვირაში განაახლებენ.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელის შეძენით “ლივერპული” და “ინტერი” არიან დაინტერესებულნი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward