“ბარსელონას” ერთ-ერთი ლიდერი ანდრეს ინიესტა “მანჩესტერ სიტისთან” ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ ორმატჩიან დუელზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მის გუნდს 1/8-ფინალში ბრძოლა მოუწევს.
“ვიცით, რომ “მანჩესტერ სიტი” ძლიერი გუნდია, განსაკუთრებით ამ სეზონში. ინგლისელების დასამარცხებლად საუკეთესო თვისებების გამოვლენა მოგვიწევს.
2 რთული თამაში გველის. “სიტის” სიძლიერე მხოლოდ ფიზიკურ ძალაში არაა. ინგლისელებს ასევე კარგი სათადარიგოთა სკამი ჰყავთ.
მეტოქეს ვაფასებთ და ბრძოლისთვის ვემზადებით.” – აცხადებს ანდრეს ინიესტა.