“El Pivote” არის “totalbarca.com-დან” მიმოხილვა, რომლის ავტორია დიდ ბრიტანეთში მოღვაწე სრულიად ლიცენზირებული მწვრთნელი, ანოოპ ჯეთვა. თქვენ იხილავთ “ბარსას” ფეხბურთელების შეფასებას პირველი წრის მიხედვით. გაგაცნობთ შეფასების სისტემას: ა = განსაკუთრებული, ძალიან კარგი; ბ = კარგი, ნორმალური; ც = საჭიროა პროგრესი და გაუმჯობესება; ც = მოიკოჭლებს, არც თუ ისე კარგი.
11. ნეიმარი – ა.
უცხო ქვეყანაში გადმოსვლა ძნელია, უცხო კონტინენზე კი ძალიან ძნელი. მოდით, ასევე არ დავივიწყოთ მისი ასაკი და სატრანსფერო თანხა. “ბარსელონაში” გადასვლის დღიდან მთელი მსოფლიო მას აკვირდება. კონფედერაციის თასის მოგების შემდეგ თავდაჯერება საკმაოდ მაღალი იყო, მაგრამ ნეიმარი არ გახდა თვითკმაყოფილი და მან საკმაოდ კარგად იასპარეზა. მან მარტინოს თითქმის ყველა დავალება შეასრულა და ამიტომ მიიღო “ა” შეფასება, ამასთანავე ნეიმარმა დაგვანახა ის დონე, რომელსაც ევროპაში გადასული ახალგაზრდა ფეხბურთელისაგან ელიან. მესის ტრავმის გათვალისწინებით, ნეიმარის მნიშვნელობა გაიზარდა და ჩემი აზრით (იგულისხმება ანოოპი), ბრაზილიელმა თავისი მაღალი დონე დაგვიმტკიცა. შთამბეჭდავი დასაწყისის გამო სეზონის მეორე ნახევარში მოლოდინი გაიზრდება, ამიტომ ნეიმარს გაუმჯობესება თუ არა, იგივე დონის შენარჩუნება მოუხდება. დასჭირდება ნეიმარს დასვენება შეუჩერებელი ასპარეზობისა და მსოფლიო ჩემპიონატის გამო?
12. ჯონათან დოს სანტოსი – დ.
ჯონათანის შეფასება ძალიან ძნელია, რადგან მას საკმარისი სათამაშო დრო არც მიუღია. ზაფხულის განმავლობაში და ტრავმამდე ჩნდებოდა კითხვები მის შესაძლებლობებთან დაკავშირებით და გულწრფელად ვამბობ, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ის ძირითადი შემადგენლობისათვის ბრძოლად შეძლებს. ვუსურვებთ მალე დაბრუნებას, მაგრამ მე მას სასტარტო შემადგენლობაში ვერ ვხედავ.
13. ხოსე მანუელ პინტო – ბ.
ვალდესის ტრავმის გამო პინტომ მოსალოდნელზე გაცილებით მეტი ითამაშა. ასაკის გამო მისგან უფრო მეტს არ უნდა მოველოდოთ. პინტოს ფორმის პიკი უკვე წარსულშია და ნაჩვენები დონე ახლა მეკარეს მაქსიმუმია. ზოგიერთი დარტყმის ვერ მოგერიების მიუხედავად, პინტოს ბურთის ფლობა ფეხით საკმაოდ მისასალმებელი უდა იყოს. “ბარსელონამ” ვალდესის გარეშე საკმაოდ კარგად ააწყო თამაში დაცვიდან და ამაში პინტოსაც მიუძღვის გარკვეული წვლილი, თუმცა ჩვენთვის სანერვიულოა, როდესაც ის ფეხით თამაშობს. პინტოს ასაკის გამო პროგრესი ჩემთვის არარეალურია.
14. ხავიერ მაშერანო – ც.
“დარწმუნებული ვარ, რომ “ც” შეფასების გამო მკითხველებს შორის უთანხმოება იქნება, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მან ამ სეზონში უმაღლეს დონეზე ითამაშა. დაცვაში მაშერანომ ძალიან ბევრი ტექნიკური შეცდომა დაუშვა და ფანები არგენტინელის კარგი ასპარეზობის მაგივრად ახალი ცენტრალური მცველის შეძენაზე ლაპარაკობენ. პროგრესი სეზონის მეორე ნახევარში შესაძლებელია.”
ეს წინა სეზონის შეფასებაა და სიმართლე რომ ითქვას, მაშერანოს პროგრესი უკეთესი შეფასებისათვის არასაკმარისია. მილანსა და ამსტერდამში გაშვებული გოლები მისი ბრალია და ასევე იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც არგენტინელს ან დაეზარა ან საფრთხეზე რეაგირება დააგვიანა, მაგრამ ასევე არის დადებითი მხარე. ზოგიერთ შემთხვევაში მან კარგი რეაგირება გვაჩვენა, ბურთისათვის ბოლომდე იბრძოლა და დაუბრუნა ის, ამიტომ მას არ დავუწერე ყველაზე ცუდი ქულა. სეზონის მეორე წრეში დავინახავთ, თუ რაზე ფიქრობს არგენტინელი: კლუბზე თუ მსოფლიო ჩემპიონატზე.
15. მარკ ბარტრა – ბ.
თუ მწვრთნელი არ გირჩევს, მაშინ შენ უნდა განიცადო პროგრესი, რათა კარგად წარმოაჩინო თავი მაშინ, როდესაც შანსი მოგეცემა. ჩემი აზრით, ბარტრა პროგრესის გამო შექებას იმსახურებს და მე მარკის ძირითად შემადგენლობაში თამაშს არ ვეწინააღმდეგები. კლუბის ახალგაზრდულ სისტემაში გაზრდილი ფეხბურთელისათვის ესპანელის ასპარეზობა ძალიან კარგია. “ლა მასიის” ყველა ფეხბურთელი პირველ გუნდამდე და შემდეგ სასტარტო შემადგენლობამდე ვერ აღწევს, მაგრამ , ჩემი აზრით, ბარტრას ეს გამოუვა. ნაჩვენები დონისა და პროგერის გათვალისწინებით, მე ვფიქრობ, რომ ბარტრამ ეს შეფასება დაიმსახურა.
16. სერხიო ბუსკეტსი – ა.
ყველა ის შექება, რომელსაც ნორმალურად მესი იღებს, ბუსკეტსმა უნდა მიიღოს. რა საოცარი ფეხბურთელია! საუკეთესოა თავის საქმეში. ბურთით თამაშისას სერხიოს გადაცემები ზუსტია. მისი მოქმედებები ბურთზე კონტროლის შესანარჩუნებლად დიდებულია. უბურთოდ თამაშისას ნახევარმცველი შესანიშნავად კითხულობს თამაშს. უფრო ღრმა დაცვისა და თავდამსხმელების ნაკლები პრესინგის გამო სერხიოს სამუშაო დაზღვევისას უფრო გაიზარდა. ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ესპანელი აგრძელებს მაღალ დონეზე ასპარეზობას და მშვენივრად იცავს დაცვის ხაზს. მან ვარდნაში თამაში გააუმჯობესა, ხოლო სერხიოს გადაცემები კვლავ უმაღლესი დონისაა. მართლაც განსაკუთრებული ფეხბურთელი!
17. ალექს სონგი – ც.
ბევრ გულშემატკივარს ვესაუბრე სონგზე და , როგორც ჩანს, უმეტესობა მას მხოლოთ ბურთით თამაშისას ამჩნევს. მე ის ფანები გამიგებენ, რომლებიც სონგის უბურთო გადაადგილებასა და მოქმედებებს აკვირდებიან. უპირველესყოვლისა, მოდით, სონგი შევაქოთ. ნახევარმცველი უფრო დამაჯერებელია წელს, მან გადაცემები და ბურთის კონტროლი გააუმჯობესა, მისი როლი გაიზარდა. თუ ნახევარმცველს მარტო ეს მოეთხოვება, მაშინ დაუწერეთ “ბ” შეფასება, მაგრამ სხვა მოვალეობებიც არსებობს. თამაშის დაცვითი მხარე არ არის დამაკმაყოფილებელი. მან ვარდნაში რამდენჯერმე კარგად ითამაშა, მაგრამ შემდეგ მეტოქის მოსალოდნელ შეტევაზე რეაგირება დააგვიანა. სერხიოს საუკეთესო თვისება არის საფრთხის ძალიან სწრაფად შემჩნევა, იმდენად სწრაფად, რომ მას ვარდნაში თამაში აღარ უხდება, სონგს კი ეს თვისება მგონი არც აქვს. “ლა ლიგის” სუსტი გუნდების წინააღმდეგ სამი გოლით მოგება და სონგის პასების სიზუსტის მაღალი მაჩვენებელი კარგია, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. თუ სერხიო “მანჩესტერ სიტისთან” თამაშამდე ტრავმას მიიღებდა, მე ძალიან ვინერვიულებდი. სონგმა შეტევაში თამაში გააუმჯობესა, ახლა კი დაცვის ჯერია.
18. ხორდი ალბა – ბ.
ტრავმის გამო რამდენიმე კვირის გამოტოვება ალბასთვის შეიძლება საჩუქარიც კი იყო. კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც დაუსვენებლად თამაშობდა. მან საკმარისად ითამაშა და ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ალბას თამაშისას პრობლემებიდან თავის დაღწევა და მათი აცილება შეუძლია. გაუმჯობესება შესაძლებელია. “ბარსელონას” ძალიან კარგი სეზონის ჩასატარებლად სჭირდება ორივე განაპირა მცველი უმაღლესი შეფასებებით. ჩემი აზრით, მას უკეთესიც შეუძლია და მოუთმენლად ველი მის თამაშს.
19. იბრაჰიმ აფელაი – დ.
როგორც ჩანს, სამწუხაროდ ტრავმა აფელაის კარიერას გაუფუჭებს. მე მას “ბარსელონას” მნიშვნელოვან მოთამაშედ არ მივიჩნევ. მიუხედავად ამისა, მალე დაბრუნებას ვუსურვებ.
20. კრისტიან ტელიო – ც.
ჩემი აზრით, ტელიო არის ფეხბურთელი, რომელიც უნდა გაენათხოვრებინათ წინა წელს ან ამ სეზონის დასაწყისში. ჩვენ ვიცით მისი სისწრაფის შესახებ, მაგრამ მას პროგრესისათვის სათამაშო დრო ძალიან სჭირდება, სათამაშო დროს კი ვერ იღებს. არ ვიცი, თუ რამდენჯერ ითამაშებს ტელიო მესის დაბრუნების შემდეგ. შესაძლოა როტაციები ვიხილოთ ესპანეთის თასის შეხვედრებში, მან მიზნად “სიტიმდე” გასამართ დაპირისპირებებში თამაში უნდა დაისახოს, მაგრამ მთლიანობაში ტელიოს დრო პროგრესისათვის ნელ-ნელა იწურება. რეგულარულად თამაშია საჭირო.
21. ადრიანო – ბ.
ეს შეფასება ყველაზე შესაფერისია ადრიანოსათვის. ის ძირითადად მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა და გამარჯვების მომტანი გოლიც გაუტანა “მალაგას”. მისი გამნეორებადი ტრავმები კლუბისათვის შემაწუხებელია, მაგრამ ბრაზილიელის უნივერსალურობა დიდი პლიუსია. ზოგადად ძალიან კარგი დამოკიდებულებით უდგება საკუთარ საქმეს და გუნდის მშვენიერი წევრია.
22. დანი ალვეში – ბ.
როგორც ადრიანოს, ალვეშსაც ეს შეფასება ყველაზე მეტად შეეფერება. მოედანზე ყოფნისას ძალიან კარგად თამაშობდა, ტრავმის შემდეგ კი გუნდს ძალიან დააკლდა. “ხეტაფესთან” თამაშის მიუხედავად, ჩემი აზრით, ალვეში მალე დაუბრუნდება საუკეთესო ფორმას. ის არის ფეხბურთელი, რომელიც “ბარსასა” და ეროვნულ ნაკრებში შეუჩერებლად დარბის. გამიკვირდა, რომ მან დაზიანება უფრო ადრე არ მიიღო. იმედია ბრაზილიელი კარგად დაისვენებს, რათა სეზონის მეორე ნახევარსა და მსოფლიო ჩემპიონატს მომზადებული შეხვდეს. ტაქტიკური კუთხით საუბრისას, ალვეშის ჩართვები შეტევებში დანარჩენ მცველებს ძალიან დიდ სივრცეს უტოვებს დასაზღვევად, თუმცა მარტინომ საკმაოდ საინტერსო გადაწყვეტილება მიიღო და მისი დავალებით, ძლიერ გუნდებთან დაპირისპირებისას მცველები შედარებით სიღრმიდან თამაშობენ, უფრო უკან იხევენ და ბრაზილიელმაც დაგვიმტკიცა, რომ დაცვითი მოვალეობების შესრულება შეუძლია. უმაღლესი ქულის მისაღებად პროგრესი მაინც საჭიროა.
23. ისააკ კუენკა – ც.
მე მას სწრაფ დაბრუნებას ვუსურვებ. ჩემი აზრით, აფელაისა და დოს სანტოსთან შედარებით კუენკას მომავალი “ბარსელონაში” უფრო ნათელია, მაგრამ დიდი შრომაა საჭირო ტრავმების ასაცილებლად.
24. სერხი რობერტო – ც.
ორი აზრი არ არსებობს. რობერტომ წელს პროგრესი განიცადა და განვითარდა. ტიაგოს ტრანსფერით მან შანსი მიიღო და გვაჩვენა, რომ უფრო მეტი სათამაშო დროისთვის მზად არის. მაშინ როდესაც ბარტრამ მოთხოვნები დააკმაყოფილა, რობერტომ ეს არც თუ ისე კარგად მოახერხა, მისი გავლენა სხვა ნახევარმცველებთან შედარებით მცირეა. რა თქმა უნდა, ხავის, ინიესტას, სერხიოსა და სესკის დონემდე მიღწევა რთულია, მაგრამ ეს მისი გამოწვევაა, გამოწვევა, რომელსაც ტიაგომ ვერ გაუძლო. მე რობერტოს თამაშში უფრო მეტ სიმწიფეს ვხედავ, ესპანელი განაპირა მცველებსაც კი აზღვევს, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როდესაც კონტროლი დაიკარგა და რობერტო საკმარისად არ გაისარჯა. თუ სერხი თამაშის ამ კომპონენტს გააუმჯობესებს, მაშინ უმაღლესი დონის ნახევარმცველად ჩამოყალიბება შეეძლება.
25. ოიერ ოლაზაბალი – ც.
მას საერთოდ არ უთამაშია.
მარტინო – ბ.
“ბილბაოს” წინააღმდეგ ჩატარებული თამაშის გარდა, მედიამ პირდაპირ ფეხბურთზე საუბრისას ზედმეტად გააკრიტიკა მარტინო. რა თქმა უნდა, “ბარსელონა” უფრო სწრაფად ცდილობს შეტევას, მაგრამ ეს პირდაპირი ფეხბურთისაგან შორს არის. კატალონიელთა თამაში კვლავ ეფუძნება სწრაფ, მოკლე გადაცემებს. როგორც უკვე ვთქვი, “ბილბაოს” წინააღმდეგ თამაშისას მარტინომ აშკარად დაავალა ფეხბურთელებს დიაგონალური გადაცემებით თამაში, მაშინაც კი, როდესაც გადაცემის ადრესატს მჭიდროდ ეთამაშებოდნენ. მაშინ პირველად გავიფიქრე, რომ მარტინომ ზღვარს გადააბიჯა, მაგრამ მას შემდეგ გუნდს სათამაშო სტილის დაბალანსება კარგად გამოსდის. პირველ ევროპულ სეზონში მან უკვე მოიგო სუპერთასი და სატურნირო ცხრილში ლიდერობს “ბარსა”, რომელიც ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა. ამას ვერ გავექცევით, თუმცა “აიაქსისა” და “ბილბაოს” წინააღმდეგ თამაშისას შეხვედრებში საჭირო იყო გარკვეული კორექტივების შეტანა, რაც მარტინომ არ გააკეთა, ასეთ დაპირისპირებებში კი მწვრთნელმა უნდა შეცვალოს გუნდის თამაში. მესისა და ვალდესის ტრავმების გათვალისწინებით ტატა შექებას იმსახურებს. გვარდიოლა რომ არა, ის “ა” შეფასებას მიიღებდა.