workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი მოედანზე შესაძლოა უკვე 5 იანვარს დაბრუნდეს

მესი მოედანზე შესაძლოა უკვე 5 იანვარს დაბრუნდეს

“ბარსელონას” თავდამსხმელის, ლიონელ მესის აღდგენის ტემპი ყველა მოლოდინს აღემატება და კატალონიური კლუბის სამწვრთნელო შტაბი იმდენად კმაყოფილია არგენტინელის პროგრესით, რომ ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნება შეიძლება იმაზე ადრე მოხდეს, ვიდრე ეს დაგეგმილია. მანამდე ვარაუდობდნენ, რომ მესი 11 იანვარს, “ატლეტიკოსთან”, პრიმერას მე-19 ტურის მატჩში ითამაშებდა, მაგრამ არის შესაძლებოლბა, რომ თავდამსხმელი 5 იანვარს, “ელჩესთან” მატჩშიც ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ მესი “ბარსელონაში” 2 იანვარს დაბრუნდება. ნოემბერში მიღებული ტრავმის გამო, კატალონიური კლუბის ფეხბურთელი მკურნალობისთვის არგენტინაში გაემგზავრა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward