workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ხოსე ალბერტო: ბარსელონას ჩვენი მიწასთან გასწორება უნდოდა

ხოსე ალბერტო: ბარსელონას ჩვენი მიწასთან გასწორება უნდოდა

“ეს ჩვენი საუკეთესო დღე არ ყოფილა”, – სინანულით დაიწყო პრესკონფერენცია “სპოტიფაი კამპ ნოუს” დარბაზში სანტანდერის “რასინგის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ალბერტო ლოპესმა. კანტაბრიელთა თავკაცმა თავისი გუნდის დაცვითი სისუსტეები გააკრიტიკა, “ბარსელონას” დონე შეაქო, თუმცა სეზონის გადამწყვეტი ეტაპისთვის ფლიკის გუნდს გარკვეული საფიქრალიც დაუტოვა.

“ცოტა უფრო მაღალ დონეზე კონკურენცია დაგვაკლდა. დაცვაში მეტოქეს საქმე თავად გავუადვილეთ: სამი პენალტი და ორი გოლი საჯარიმოს გარედან დარტყმით. არ შეიძლება შვიდი ბურთი გაუშვა, ამდენი კუთხური მიიღო… ზედმეტად რბილები ვიყავით. შეტევაში კი ძალიან ცოტა მომენტი გვქონდა, როდესაც საკუთარ თავს ვგავდით.

ვიცოდით, რომ ეს გასვლა უმძიმესი იქნებოდა. ეს იყო დღე, როდესაც სტომატოლოგთან გიწევს მისვლა და ის ტკივილს გაყენებს. მსაჯის მიერ დამატებულ ოთხ წუთსაც კი აპროტესტებდნენ – ჩვენი ბოლომდე განადგურება, მიწასთან გასწორება უნდოდათ. ‘ბარსელონამ’ ბურთის დაკარგვისთანავე უმაღლესი დონის პრესინგი შემოგვთავაზა და სწორედ ამ მომენტიდან უბრალოდ გაგვანადგურა.”

სტუმართა მწვრთნელმა სასტარტო თერთმეტეულში რადიკალურ როტაციაზეც (რვა ცვლილება) გააკეთა აქცენტი და მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო:

“მთავარი და აბსოლუტური პასუხისმგებელი მე ვარ. შემადგენლობაში რვა ცვლილება იმიტომ განვახორციელე, რომ მეგონა, გუნდი ბრძოლას შეძლებდა. ეს ვერ მოვახერხეთ. გადატვირთული გრაფიკის ფონზე მსურდა მათთვის მიმეცა შანსი, ვისაც ნაკლები წუთი ჰქონდა. უმთავრესი დამნაშავე მე ვარ – გეგმამ, რაც გვქონდა, აბსოლუტურად არ გაამართლა.”

ხოსე ალბერტომ აღნიშნა, თუ როგორ მომენტალურად რეაგირებდა “ბლაუგრანა” მეტოქის ნებისმიერ გაბრძოლებაზე:

“ისეთი განცდა მქონდა, რომ როგორც კი ანგარიშში სხვაობის შემცირებას ვცდილობდით, მაშინვე გაზის პედალს აჭერდნენ და უპირატესობას ზრდიდნენ. ‘ბარსელონა’ თავდაჯერების არაჩვეულებრივ პიკშია, თითოეულ შეცდომაზე სასტიკად გსჯის. მათი შეჩერება უკიდურესად რთულია.”

ბოლოს კი კანტაბრიელთა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკის გუნდს ერთგვარი გამოწვევა დაუტოვა:

“ვნახოთ, გაუძლებენ თუ არა ამ გიჟურ ტემპს მაშინ, როდესაც ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი მატჩები დაიწყება და გადაბმულად, კვირაში სამი შეხვედრის ჩატარება მოუწევთ.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 18 სექ 2026, 10:21

    სურდაო?
    მაგრად რომ გაგძუყნიან და იტყვი “ჩემი ცემა უნდოდაო”😀😀😀

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 17 სექ 2026, 15:00

    პორო მოითხოვაო ფლიკმა, იამალთან ნაკრებში მაგრაა შეთამაშებულიო. ზამთარში აპირებენ 40 მილიონი ღირსო.

  • ☠️•Spooky•☠️
    ☠️•Spooky•☠️ გულშემატკივარი
    schedule 17 სექ 2026, 14:34

    ზამთარში დადოს დეკომ მცველი და ფლანგის მცველი. ისედაც დიდი რესურსი გვაქ და მერე ყოველ დღე რო ვითამაშოთ პრობლემა არ გვექნება. მეტი კონცენტრაცია და დაცვაში მეტად დალაგება თამაშის. მოვიდეს ლუბოი. პსჟ-ს გასვლა მეშინია. სისტემური გუნდია მაგარი მწვრთნელით. ბურთსაც იჭერს და იცის მეტოქის სისუსტეები როგორ გამოიყენოს,ამიტო დაცვამ უნდა ჩაატაროს იდეალური თამაში,პრესინგზე უნდა ვიყოთ იდეალურები. გასვლაზე პარიზში მოგება ნებისმიერ გუნდს ფეხებს აუკანკალებს ევროპაში. სეზონის საკვანძო თამაში იქნება მაგრად მგონია…

    • MushvaN
      MushvaN გულშემატკივარი
      schedule 17 სექ 2026, 15:42

      PSG საერთოდ არ უნდა მოიკლან თავი,არაა საჭირო ჯგუფურ ეტაპზე მთელი ენერგიის დახარჯვა
      მთავარია ტოპ 8 გავიდნენ,გზად თუ ქადაგებენ ეგ არაა ტრაგედია..
      უნდა გადაახალისოს სასტავი და რეალისთვი მოემაზდოს, საფრანგეთში მოგებას, სახლში კლასიკოსი მოგება ჯობია

  • Lasha Mamuladze
    Lasha Mamuladze გულშემატკივარი
    schedule 17 სექ 2026, 13:12

    რაც შეეხება ბოლო გამოწვევას, რომ უჩლს გადამწყვეტ ფაზაში შეძლებენ თუ არაა ესე გაგრძელებას , ვუოასუხებდი, რომ ფლიკს სოღრმე ჭირდებოდა და მიიღო კიდეც, იმ მწირი რესურსით რაც შეძლო გასულ 2 სეზონში იყო უსასწაულესი რამ, აგერ დონ ხოსე მოურინიო ნელ ნელა უნდა გავნვითარდეთო იძახის, ნქბიჯ ნაბიჯო და ფლიკმა პირველივე სეზონში გაგვაგიჟა, რა შემადგენლობით ნახევარი გუნდი კასტილით თამაშობდა, ასე რომ ბაბუა ფლიკმა იცის რასაც აკეთებს იანვარშიც შეიძლება ტრანსფერები მხოლოდ სიღრმისთვის…

  • Don Leo
    Don Leo ვეტერანი
    schedule 17 სექ 2026, 12:23

    გაუკვირდა რაააა გაუკვირდა რააა 😂