“ბარსელონა” ბრაზილიელთა საყვარელი უცხოური კლუბია. ყოველი ოთხი ბრაზილიელიდან ერთი “ბარსას” გულშემატკივარია. დღეს ეს რიცხვი შეიძლება უფრო დიდი იყოს, რადგან გამოკვლევა ჩატარდა ივლისში, დაახლოებით მაშინ, როდესაც კატალონიელებს ნიემარი შეუერთდა. “ბლაუგრანას” (24,9%) შემდეგ “მადრიდის რეალია” (11,8%), მესამე ადგილზეა “მილანი” (3,7%), შემდეგ არის “ჩელსი” (2,7%), მერე მოდის “მანჩესტერ იუნაიტედი” (2,5%), ბოლო სამ ადგილზე კი “ბაიერნი” (2%), “ბოკა ხუნიორსი” (1,4%) და პსჟ (1,1%) არიან.
რონალდინიოს ამჟამინდელი გუნდის, “ატლეტიკო მინეიროს”, გულშემატკივრებს ყველაზე მეტად უყვართ “ბარსელონა” (30%). შემდეგ მოდიან “გრემიო” (29,8%), “ფლუმინენსე” (29,1%), “კრუზეირო” (29%), “ვასკო და გამა” (28,7%), “კორინთიანსი” (27,6%), “სანტოსი” (26,2%), “პალმეირასი” (24,2%), “ბოტაფოგო” (23,9%), “ფლამენგო” (23%), “სან პაულო” (22,5%) და “ინტერნასიონალი” (17,1%).
ბრაზილიელთა ინტერესი უცხოური ფეხბურთის მიმართ იზრდება. 2010 წელს ბრაზილიელთა 58,7 პროცენტმა აღიარა, რომ არ ინტერესდებოდა სხვა კლუბებით, თუმცა “ბარსელონა” მათი ფავორიტი მაინც იყო, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ 13,3%-ით. დღეს ბრაზილიელთა 45,9% არ ინტერესტდება უცხოური კლუბებით, მაგრამ “ბარსელონა” კვლავ ფავორიტია და ამჯერად 24,9%-ით.
კვლევა ჩაატარა “Stochos Sports Entertaiment-მა”. გამოიკითხა 8,345 ადამიანი.