workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრო ინგლისში გადასვლას არ აპირებს

პედრო ინგლისში გადასვლას არ აპირებს

“ბარსელონას” თავდამსხმელმა, პედრო როდრიგესმა, ინგლისური ტოპ კლუბებიდან, რომელიმეში გადასვლის შესაძლებლობა უარყო.

პედრო კატალონიური კლუბის დატოვებას არ აპირებს. 26 წლის ფეხბურთელმა ასეთი განცხადება ჭორების ფონზე გააკეთა, რომელთა თანახმადაც მისით ინგლისური ტოპ კლუბების მთელი რიგი ინტერესდება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელით “ლივერპული”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “არსენალი” არიან დაინტერესებულნი.

“მე “ბარსელონაში” დარჩენას ვაპირებ. აქ ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს, რომ “ბარსელონაში” დავრჩები და ჩემპიონატს მოვიგებ”, – განაცხადა პედრომ, რომლის სიტყვებსაც უცხოური პრესა ციტირებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward