როდრიგო ერნანდესი, იგივე როდრი, “ბარსელონას” გასული ზაფხულის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერია. 30 წლის მადრიდელი ნახევარმცველი კატალონიელთა გასახდელს იდეალურად მოერგო. Mundo Deportivo-სთან ინტერვიუს ანონსში, რომლის სრული ვერსიაც სამშაბათს გამოქვეყნდება, “მანჩესტერ სიტის” ყოფილმა ლიდერმა – რომლის შეძენაც ზაფხულში ჟოზე მოურინიოს “რეალ მადრიდსაც” ძალიან სურდა – სეზონის მთავარ ამოცანაზე, ჩემპიონთა ლიგაზე ისაუბრა.
გამოცდილმა ფეხბურთელმა აღიარა, რომ 12-წლიანი პაუზის შემდეგ ევროპის გვირგვინის დაბრუნება სავსებით შესაძლებელია, თუმცა რეალისტური ხედვა შეინარჩუნა და გუნდი გააფრთხილა:
“ჩემპიონთა ლიგის მოგება რეალურია, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ მთავარი ფავორიტები ვართ.”
– გასახდელში არავინ მალავს, რომ ჩემპიონთა ლიგა მთავარი მიზანია. რამდენად მიღწევადია ეს ტიტული?– გასახდელში არავინ მალავს, რომ ჩემპიონთა ლიგა მთავარი მიზანია. რამდენად მიღწევადია ეს ტიტული?
“დიახ, აშკარად ვხედავ, რომ ეს სრულიად მიღწევადი ტიტულია – ეს ის ნაბიჯია, რომელიც საბოლოოდ დასამკვიდრებლად და ევროპისთვის იმის საჩვენებლად გვაკლია, თუ რა ძალის გუნდი ვართ სინამდვილეში.
თუმცა ამის მიუხედავად, არ მგონია, რომ ფავორიტები ვიყოთ. უნდა გვესმოდეს, საიდან მოვდივართ და რა არის საჭირო ჩემპიონობისთვის. ამ გუნდს ტიტულის მოსაგებად ჯერ კიდევ რამდენიმე დეტალის დახვეწა სჭირდება. ჩემნაირი ფეხბურთელები აქ ნაწილობრივ სწორედ ამისთვის მოვიდნენ – რათა გავიზარდოთ და გუნდს ის ელემენტი შევძინოთ, რაც ისეთი განსაკუთრებული ტურნირის მოსაგებად არის აუცილებელი, როგორიც ჩემპიონთა ლიგაა.
ჩემპიონთა ლიგა არ არის ტურნირი იმის შესახებ, თუ ვინ არის საუკეთესო; ეს არის მომენტების ტურნირი და იმის გააზრება, თუ რომელია ეს გადამწყვეტი მომენტები. ვფიქრობ, ამ გუნდს მოსამატებლად სწორედ ეს სივრცე რჩება. თუმცა თუ მკითხავთ, გვაქვს თუ არა შანსი – სწორედ ამიტომ გადმოვედი აქ.”
– ტაქტიკურ დონეზე რა დეტალებია დასახვეწი?
ჟურნალისტის შეხსენებაზე წარსულის მტკივნეულ გამოცდილებაზე – მადრიდის “ატლეტიკოსთან” ორივე მატჩში ცენტრალური მცველების გაძევებაზე, “ინტერთან” სტუმრად დაწინაურების შემდეგ უპირატესობის გაფლანგვასა და იმ დაპირისპირებებზე, სადაც გუნდს ექვსი გოლი გააქვს, მაგრამ შვიდს უშვებს – როდრიმ უპასუხა:
“სწორედ ეგ არის. ზუსტად ისეა, როგორც თქვენ აღნიშნეთ: გადამწყვეტია იმ მომენტების გაკონტროლება, რომლებიც ორმატჩიან დუელებში განსხვავებას ქმნის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გადამწყვეტი ეტაპები დაიწყება.
წითელი ბარათები, პენალტები, იმაზე მეტის არდაშვება, ვიდრე საჭიროა – ეს ყველაფერი განსაზღვრავს, გახვალ თუ არა შემდეგ ეტაპზე. ამიტომ, შესაძლოა სჯობდეს, შეტევაში არ იყო ასეთი თვალისმომჭრელი, სამაგიეროდ იყო უფრო სტაბილური და მეტად მყარი დაცვაში. გუნდებმა, რომლებმაც ამ ტურნირის მოგება შეძლეს, ეს ნათლად დაამტკიცეს.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ მხრივ მოსამატებელი გვაქვს. თუმცა ეს პირდაპირ კავშირშია გამოცდილებასთან: ყოველთვის ვამბობდი, რომ სანამ გაიმარჯვებ, მანამდე უნდა წააგო და ისწავლო. მათ, ვინც დიდი ტიტულების მოგება შევძელით, ეს კარგად ვიცით. პირადად მე უამრავჯერ ვითამაშე ჩემპიონთა ლიგაზე, სანამ საბოლოოდ გამარჯვებას მივაღწევდით. ამ გამოცდილებაში დიდი გაკვეთილია და ვხედავ, რომ ჩვენი ფეხბურთელები წლიდან წლამდე სწავლობენ.”
სისტემა არ გვაქვს. ყოველ სეზონში გვაქვს 1-2 უაზრო ჩავარდნა და ხშირად ლიგის 1/4 ფინალს ან 1/2 ფინალს ემთხვევა. ბოლოსკენ განსაკუთრებით წითლები გვღუპავს, არაუხო კუბარსი და გარსია, 3 კაცი გაგვიგდეს ლიგის 1/4 ფინალში 3 სხვადასხვა თამაშში და არ მგონია ამ შეცდომებზე გვესწავლა. მესი და ინიესტაც აღარ გვყავს ჩაგდებული თამაში რო მოგვაგებინოს და ლიგაზე მსაჯობაც 99% ში ჩვენ წინააღმდეგაა. იღბალი ხო საერთოდ. როცა ეს ყველაფერი რეალს და პსჟ ეს აქვთ. იმათ იმიტო ჩამოუყალიბდათ მენტალიბაც და იღბალი დაყვებათ. პსჟ კიდე ცალკე თემაა. სისტემა შექმნეს. წლები ელიდნენ და მიიღეს შედეგი. გუნდი ფეხბურთის თამაშს თებერვლიდან იწყებს. შიდა ჩემპიონატი მაგათ არ აქვთ და არაფერი. 10 მდე ფიზმომზადების მწვრთნელი და მაგდენივე მედიკოსი მუშაობს იმაზე რო გუნდი ფიზიკურად მზად იყოს ბოლო 3 თვე. ტრამვა არ ქონია პსჟ ეს ბოლო 2 წელი 1/8 ფინალიდან მოყოლებული. როცა ჩვენ სულ ვიღაც გვემტვრევა. რეალს კიდე იღბალი მენტალიტეტი და მსაჯობა ყავდათ. ასევე შემადგენლობაც ჯამში ჩვენზე უკეთესი, მარტო მეკარე რად ღირს. წელსაც მგონია რო სადღაც დაგვღუპავს სტილი, მარტინი გარსია ან ვინმე გადამწყვეტ მომენტში. დაცვის დაწევით თამაში და ისე პრესინგი თუ ვერ ვისწავლეთ აზრი არ აქვს. გინდ როდრი გყავდეს გინდ ალვარესი
ას პროცენტიანს ამბობს, მომენტების ტურნირია ჩემპიონთა ლიგა აბა რეალი ისეთი კატასტროფა იყო ბოლო წლებში თვითონ უკვირდათ როგორ მოიგეს, ბარსელონა კიდე ფლიკის ხელში დაფრინავს ძალიან მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს თანაც ყველაზე შემტევს და ყველაზე სანახაობრივს მაგრამ ავიწყდებათ, რომ ჩემპიონთა ლიგა ლა ლიგაა არაა რო უაზრო შეცდომები დაუშვა და ქულების აგროვება გააგრძელო და ბოლოს მაინც მოიგო, ჯგუფურზე კი ბატონო მაგრამ როდესაც გასავარდნ ეტაპზეა გუნდი მანდ უკვე უბრალოდ ეგეთი შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს! ამ სეზონში მგონი უფრო სტაბილური ჩანს გუნდი და დაცვაშიც გაუმჯობესდა (გუშინდელ თამაშს არ ვთვლი) მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მაინც უფრო ფრთხილად უნდა ვითამაშოთ, ცოტა პრაგმატიზმია საჭირო და პრაგმატიზმში სულაც არ ვგულისხმობ არსენალივით სვარკა და ავტობუსი ვითამაშოთ, უბრალოდ აუცილებელი არაა ყოველ წუთს უტევდეს გუნდი ზოგჯერ უბრალოდ თამაში უნდა მოკლა ცოტა გააგორე ცოტაც შეუტიე და ეგაა მეტოქეს მიახრჩობ მითუმეტეს ფლიკის ბარსას ეგ არ უნდა გაუჭირდეს. ნუ ჯერ წარმოდგენაც არ გვაქვს რეალურად რა შეუძლია ამ გუნდს და მაგრამ დარწმუნებული ვარ ორი სეზონიდან გამომდინარე ფლიკმა ბევრ რამეზე იმუშავა და ჯერ კიდევ მუშაობს ყოველი მატჩის შემდეგ, არ მჯერა რომ ეს ფლიკის ბარსას საბოლლო ფორმაა ასე მგონია სეზონი რო შეხურდება ბევრად დაიხვეწება გუნდი და თუ მცველი მოიყვანეს ზამთაში მთლად გადავუვლით ევროპას.
💯