workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანტერი: სკოლარი “ბარსელონას” მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარებს

ჰანტერი: სკოლარი “ბარსელონას” მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარებს

ზაფხულში, “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ, ხერარდო მარტინოს ნაცვლად მთავარი მწვრთნელის პოსტზე შესაძლოა ლუის ფელიპე სკოლარი დანიშნოს.

ესპანეთში მიმდინარე სამუშაობზე Sky Sports-ის ჟურნალისტმა, გრემ ჰუნტერმა ისაუბრა. მისი თქმით, სამწვრთნელო ცვლილება 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მოხდება. პირველად, ეს ინფორმაცია ბრაზილურ საიტზე, Globo Esporte-ზე გაჩნდა, შემდეგ კი მთელ გლობალურ ქსელში გავრცელდა.

“რამდენადაც მე ვიცი, მარტინო კლუბს ამ სეზონის შემდეგ დატოვებს, მის ადგილს კი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სკოლარი დაიკავებს”, – განაცხადა ჰანტერმა “ჟურნალ ჩემპიონთა ლიგის” პროგრამაში.

ჰანტერს ესპანურ ფეხბურთთან ურთიერთობა 2001 წლიდან აქვს. ბოლო დროს, მან რამდენიმე წიგნი დაწერა, რომელთაგან ერთ-ერთი არის პეპ გვარდიოლას “ბარსელონაზე”. როგორც ბრაზილიური საიტი იტყობინება, არგენტინული პრესა მიდრეკილია იმისკენ, რომ მარტინომ კატალონიური კლუბი სეზონის ბოლოს დატოვოს. ეს უკვე ღიად განაცხადა ადგილობრივმა სპორტულმა კმენტატორმა, ფაბიან გოდოიმ.

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward