workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: “ბარსელონა” კვლავ პრიმერის მთავარი ფავორიტია”

ჩავი: “ბარსელონა” კვლავ პრიმერის მთავარი ფავორიტია”

ატალონიური “ბარსელონას” ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი თვლის, რომ თავისი კლუბი, “რეალის” ახალი შენაძენების მიუხედავად, მაინც პრიმერა დივიზიონის მთავარი ფავორიტია. ესპანელმა ფეხბურთელმა ასევე გსსკრთა კომენტარიკატალონიელთა მიერ სულ ახლახანს გადაბირებულ ხავიერ მასკერანოზე.

“ჩვენ ვართ პრიმერა დივიზიონის მოქმედი ჩემპიონები და სწორედ ამიტომ მთავარ ფავორიტებადაც ვითვლებით. “რეალმა” ბოლო წლებში შეიძინა რამდენიმე კარგი ფეხბურთელი ტიტულის დაბრუნების მიზნით, თუმცა “ბარსელონა” ჩემპიონის რანგში თავს მშვენივრად გრძნობს. მართალია, კატალონიური კლუბი არც თუ ისე დიდია (ფეხბურთელების ოდენობით. ავტ.), თუმცა თითოეული ფეხბურთელი მზადაა შევიდეს მოედანზე და გააკეთოს მაქსიმალური გუნდის დასახმარებლად.”

“მე მასკერანოს პირადად არ ვიცნობ, თუმცა მასზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. ხავიერი თავის პოზიციაზე ბრწყინვალეა და დარწმუნებული ვარ ,”ბარსას” ყველაფრით დაეხმარება, რითიც შეძლებს.” –ციტირებს ჩავის სიტყვებს El Mundo Deportivo.

წყარო: soccer.ru; championat.ru

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward