კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ხერარდო მარტინო, გუნდის არგენტინელ თავდამსხმელთან, ლიონელ მესისთან შეხვედრას გეგმავს, რომელიც სარეაბილიტაციო კურსს სამშობლოში გადის, იტყობინება Tuttomercatoweb.
მესი “ბეტისის” წინააღმდეგ მატჩში მიღებული ტრავმის მკურნალობას ცდილობს, რომელიც ჩატარდა ნოემბერში. არგენტინელი სპეციალისტი აპირებს გაესაუბროს 26 წლის ფეხბურთელს, განიხილოს სარეაბილიტაციო პროცესი და სამომავლო გეგმები.
“ოქროს ბურთის” ოთხგზის გამარჯვებული ვარჯიშს კატალონიურ კლუბში 2 იანვარს განაახლებს. არ არის გამორცხული, რომ მესი უკვე პრიმერას მე-18 ტურის მატჩში დაბრუნდეს, სადაც “ბარსელონა” “ელჩეს” დაუპირისპირდება.