სამხრეთ ამერიკული პრესის თანახმად, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა ლუის ფელიპე სკოლარისთან არ შეთანხმებულა. ამასთან დაკავშირებით, 65 წლის სპეციალისტის წარმომადგენელმა ისაუბრა.
“სკოლარი ამჟამად მთლიანად ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებსა და 2014 წლის ზაფხულში ჩასატარებელ მსოფლიო ჩემპიონატზეა ორიენტირებული. ახლა იგი იმ მოთამაშეთა სიის შედგენაშია, რომლებიც მომავალი წლის მუნდიალზე ბრაზილიის ნაკრების მაისურით იასპარეზებენ. ფელიპესა და “ბარსას” შორის კონტაქტი არ არსებობს”, – განაცხადა ლუის ფელიპე სკოლარის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ “ბლაუგრანას” პრეზიდენტი სანდრო როსელი ხერარდო მარტინოს ჩანაცვლებას ფელიპე სკოლარით აპირებს.