მიმდინარე წლის 30 დეკემერს მადრიდში, “სანტიაგო ბერნაბეუს” სტადიონზე საქველმოქმედო მატჩი გაიმართება, სადაც მონაწილეობას ესპანური ფეხბურთის ვარსკვლავები მიიღებენ. იტყობინება, Marca.
საქველმოქმედო აქციაში შემოსული თანხა – ფილიპინებში მომხდარი ტაიფუნისაგან დაზარალებულ ბავშვებს გადაერიცხებათ. მატჩში მონაწილეობას “ბარსელონას” ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტაც მიიღებს, რომელსაც პარტნიორობას: კარლოს ველა, ანდონი ირაოლა, ინიგო მარტინესი და სხვა მოთამაშეები გაუწევენ.
მადრიდის “რეალი” შესაძლოა წარმოადგინონ: იკერ კასილიასმა, სერხიო რამოსმა, ალვარო მორატამ ან კიდევ სხვა ფეხბურთელებმა.