workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხორხე მესი: “ლეოს მომავალი მხოლოდ “ბარსელონას” უკავშირდება”

ხორხე მესი: “ლეოს მომავალი მხოლოდ “ბარსელონას” უკავშირდება”

კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავის, ლიონელ მესის მამამ, ხორხე მესიმ კატეგორიულად უარყო გავრცელებული ჭორები იმის თაობაზე, რომ თითქოს მის შვილს “ბარსელონას” ხელმძღვანელობასთან უთანხმოება აქვს, ახალი კონტრაქტის თაობაზე. 

“ფანებმა უნდა იცოდეს, რომ ლეოს მომავალი მხოლოდ “ბარსელონას” უკავშირდება. ის ამ კლუბში გაიზარდა და ძალიან უყვარს ის. უკანასკნელი თვეების განმავლობაში პრეზიდენტმა, როსელმა არაერთხელ დაგვიჭირა მხარი ჩვენ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლეოს აქ აფასებენ. ახალი კონტრაქტი? არ მსურს ამ საკითხთან დაკავშირებით ირგვლივ დაძაბულობა შევქმნა. თუ კლუბი ჩვენ მოგვმართავს ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდებით.” – განაცხადა, ფეხბურთელის მამამ. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward