კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი თავდამსხმლის, ლიონელ მესის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომელიც გამოცემა El Mundo-მ გაავრცელა.
გამოცემა იტყობინებოდა, რომ ფეხბურთელის მამა, ხორხე მესი აქტიურად მონაწილეობდა ფულის გათეთრებაში და ნარკოტიკების ვაჭრობაში. გაზეთის ინფორმაციით, მესი-უფროსმა ყოველივე ეს მესის მეგობრებისა და დანარჩენი მსოფლიოს ნაკრებებს შორის გამართული მატჩის შემოსავლით განახორციელა. ფეხბურთელის ოჯახის ადვოკატები აპირებენ სასამართლოში უჩივლონ გამოცემას, ცილისწამებისათვის. მესის ოჯახის წევრები 16 დეკემბერს ოფიციალურად გააკეთებენ განცხადებას. ისინი აღნიშნავენ, რომ ეს არ არის პირველი მცდელობა, როდესაც ფეხბურთელის დაჩრდილვის მცდელობები ხდება.