workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას 2026/27 წლების სეზონი იწყება

ბარსელონას 2026/27 წლების სეზონი იწყება

ორშაბათს, ადგილობრივი დროით დილის 09:00 საათზე (ჩვენი დროით 11:00 საათზე), ჰანსი ფლიკისა და მისი გუნდისთვის “ბარსელონას” 2026/27 წლების სეზონი ოფიციალურად აიღებს სტარტს. კატალონიელთა დაბრუნება ტრადიციული წინასასეზონო სამედიცინო და ფიზიკური შემოწმებებით დაიწყება, რაც გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით რიგით მესამე სეზონის დასაწყისს აღნიშნავს.

მსოფლიო ჩემპიონატის ფაქტორი და შეკრება ინგლისში

ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მყოფი ფეხბურთელები გუნდს ჯერ არ დაუბრუნდებიან. თუმცა, ის მოთამაშეები, რომლებიც ორშაბათს შეიკრიბებიან, “სიუტატ ესპორტივას” ბაზაზე ორკვირიან სავარჯიშო ციკლს გაივლიან.

ამის შემდეგ, 27 ივლისს, გუნდი ინგლისში გაემგზავრება, სადაც 3 აგვისტომდე “სენტ ჯორჯს პარკის” ბაზაზე წინასასეზონო შეკრებას გაივლის. ინგლისური ტურნეს ფარგლებში, “ლურჯ-ბროწეულისფრები” ამხანაგურ მატჩს გამართავენ “ბირმინგემის” წინააღმდეგ. შეხვედრა ქალაქ ბირმინგემში, “სენტ ენდრიუს ნაითჰედ პარკის” სტადიონზე ჩატარდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 15 ივლ 2026, 03:17
    #7

    საუკეთესო სეზონი უნდა იყოს

  • araujo4
    araujo4local_fire_department კულე
    schedule 10 ივლ 2026, 20:22
    #1

    რას იტყვით ადეიემის ტრანსფერზე? 22 მილიონი +7 ბონუსები. ნაჩუქარს გავს. ძაან მაგარი გოლები აქვს გატანილი, სტაბილურობა აკლია, ფლიკმა თუ მოხოდა საკაიფო შემცვლელი ეყოლება იამალს👍

    • Robert lewandovski
      Robert lewandovskilocal_fire_department კულე
      schedule 10 ივლ 2026, 20:28
      #2

      რავიცი, რაში გვჭირდება გორდონიც, ადეიმიც, როცა ქვეყანა პოზიციები გვაქვს გასაძლიერებელი. რა აქვს განსაკუთრებული ადეიმის და რა შეუძლია გუნდს შემატოს? ერთი ჩვეულებრივი საშუალო დონის იგროკია ჩემ თვალში.

      • araujo4
        araujo4local_fire_department კულე
        schedule 10 ივლ 2026, 20:34
        #3

        მარჯვნივ თამაშობს და იამალის შემცვლელია. გორდონი მარცხნიდან.

      • ALBATROSS
        ALBATROSSeco ახალბედა
        schedule 10 ივლ 2026, 21:38
        #5

        ძალიან ცდები ჯიგარო რუნიც დაუფასებელი იყო ყველას თვალში და მასე თვლიდენ მაგრამ დაბალი დონე არასდროს ყოფილა… ადეიმს კიდე აშკარაა რომ ბორუსია არ უნდოდა და არც გაახანგრძლივა გამოდის რომ ბედნიერი არიყო მანდ და სულით გულით ვერ თამაშობდა ვერ გამოავლინა თავისი ტალანტი როცა უდიდეს ტალანდად მოინათლა ზალცბურგში რომ იყო.. რაშფორდმა რა ქნა ამოყო თავი ბარსელონაში და იმაზე მეტი ქნა ვიდრე სხვაგან იყო პროსტა ბარსელონას დონის მაინც არარის…. ან იგივე რაფინია ხავის ხელში ფაფუხრა იყო და ფლიკის ხელში ლიგა რომ დაედო უეჭველი ოქროს ბურთს აიღებდა… ადეიმი კიდე 24 ის ახლა გახდა რამხელა დრო აქ ფლიკიც არ მიდის არსად 3 სეზონი და დააღვინებს აგერ ნახავ უკან წაიღებ სიტყვებს

      • nika 54
        nika 54star ლეგენდა
        schedule 11 ივლ 2026, 10:42
        #6

        გორდონიც და ადეიმიც ფლიკის მოთხოვნა იყო, გორდონი პირადად ნახა ჩვენთან თამაშში და მისი აქტიურობა მოეწონა მთელი თამაშის მანძილზე, ადეიმს კი პირადად იცნობდა გერმანიიდან და ასევე მშრომელი ფეხბურთელის რეპუტაციას აღნიშნავდა.

    • ☠️•Spooky•☠️
      ☠️•Spooky•☠️flag გულშემატკივარი
      schedule 10 ივლ 2026, 20:42
      #4

      ზე იდეაკური ტრანსფერია მაგ ფასად. გუნდს სიღრმე სჭირდება. ამათ თუ შეტევაში 9 მოიყვანეს და მარტო ბარდჯი გაუშვეს,ჩათვალეთ შეტევა გვყავს მონსტრი.