კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გეგმები დაისახა.
შეგახსენებთ, პრესაში გავრცელდა ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ იანვარში შესაძლოა, მარტინ მონტოიამ და მარკ ბარტრამ სამუშაო ადგილი შეიცვალონ.
“ორივეს კატალონიის დედაქალაქში დარჩენა სურს. თავის მხრივ, ჩვენც მათი შენარჩუნება და მათთან თანამშრომლობის გაგრძელება გვინდა”, – აცხადებს ხერარდო მარტინო.
“ტრანსფერი იანვარში? ვერაფერს ვიტყვი. მინდა, რომ შემადგენლობა მთლიანი დარჩეს, თუმცა ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. შესაძლოა, შემადგენლობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ”, – დაასრულა “ბლაუგრანას” თავკაცმა.