workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
2 - 0
ბილბაო ლოგო

ბილბაო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 37'sports_soccer ფერმინი 82'sports_soccer
ჰანსი ფლიკი დეკუს ჟოაუ კანსელუს ტრანსფერზე აჩქარებს

ჰანსი ფლიკი დეკუს ჟოაუ კანსელუს ტრანსფერზე აჩქარებს

მას შემდეგ, რაც პორტუგალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა (ესპანეთთან 0-1 მარცხის შემდეგ), ჰანსი ფლიკმა სპორტულ დირექტორს, დეკუს ძალიან კონკრეტული დავალება მისცა. გერმანელმა სპეციალისტმა მოითხოვა, რომ უახლოეს დღეებში პორტუგალიელი მცველის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაჩქარდეს. ფლიკს სურს, რომ კანსელუ გუნდს 27 ივლისიდან შეუერთდეს, როდესაც “ბარსელონა” ინგლისში ერთკვირიან შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც 31 ივლისს “ბირმინგემთან” მატჩიც არის დაგეგმილი.

პროექტის ქვაკუთხედი და სატრანსფერო გეგმები

ფლიკი კანსელუს მომავალი სეზონის პროექტის ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედად მიიჩნევს. ის მისი მთავარი პრიორიტეტია იმ ცენტრალური თავდამსხმელის გარდა, რომელმაც რობერტ ლევანდოვსკის წასვლით დატოვებული ვაკანსია უნდა შეავსოს. ამ დროისთვის დეკუმ მწვრთნელს მხოლოდ ერთი ტრანსფერი შეუთანხმა – ინგლისელი ენტონი გორდონი.

გერმანელი მწვრთნელი აფასებს იმას, რომ ჟოაუ კანსელუს თამაში ორივე ფლანგზე შეუძლია, თუმცა “ბარსელონაში” მას უფრო მარცხენა მცველად მოიაზრებს, რომელიც გუნდს შეტევაში თავისი ვერტიკალურობითა და სიღრმეებით ბევრ რესურსს მისცემს. გამოცემა AS-ის ინფორმაციით, კანსელუს მოსვლის შემთხვევაში ფლიკი დაცვის ხაზს სრულად დაკომპლექტებულად ჩათვლის, რაც კლუბს საშუალებას მისცემს მთელი ფინანსური რესურსი ცენტრფორვარდის შეძენაზე მიმართოს. დაცვაში ახალი მოძრაობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება საჭირო, თუ გუნდს მოულოდნელად რომელიმე წამყვანი უკანახაზელი დატოვებს, რაც ამ ეტაპზე არ განიხილება.

შეთანხმება “ალ-ჰილალთან”

ამჟამად, “ბარსელონა” და საუდური “ალ-ჰილალი” ორივე მხარისთვის ხელსაყრელ შეთანხმებასთან ახლოს არიან. კატალონიური კლუბი ტრანსფერში, ფიქსირებული და ბონუსების ჩათვლით, 10 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებს. რამდენიმე წყაროს ცნობით, გარიგების დასასრულებლად მხოლოდ თავად ფეხბურთელის ხელმოწერაა დარჩენილი, რაც შესაძლოა უახლოეს საათებში მოხდეს.

ჟოაუ კანსელუმ გასული სეზონის მეორე ნახევარი “ბარსელონაში” იჯარით გაატარა. პორტუგალიელმა უნივერსალმა 23 მატჩში თავი 2 გოლითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    nika 54star ლეგენდა
    schedule 09 ივლ 2026, 14:44
    #4

    კუბარსის რა პრესა აქვს, ამ ასაკში ასეთი დაღვინებულ მცველს ვერ იხსენებენ. იმასაც ამბობენ ესპანეთს რო გოლი არა აქვს გაშვებული ეს მარტო სიმონის დამსახურება არ არისო.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 08 ივლ 2026, 21:10
    #3

    გაქაჩავს კიდე 1 ან 2 სეზონი

  • Albicelecte
    Albicelecteshield ვეტერანი
    schedule 08 ივლ 2026, 17:31
    #2

    დაიწერა შეთანხმდნენო, ამიტომ იყო კარგი პორტუგალიის გამოვარდნა

  • Moriarti
    Moriartiflag გულშემატკივარი
    schedule 08 ივლ 2026, 15:40
    #1

    კაროჩე რა ერთი მემარცხენე ცენტრალური მცველი რაგახდა