კატალონიური “ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის უმნიშვნელოვანესი და უდიდესი სიახლეა: კლუბმა ფინანსური მდგომარეობა სრულად დაარეგულირა და ლა ლიგის ფინანსური ფეირ-პლეის ცნობილ 1:1 წესს დაუბრუნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა Mundo Deportivo-ს ჟურნალისტები, რამონ ფუენტესი და ხოან ბატალია ავრცელებენ.
კლუბის შიდა წყაროები ადასტურებენ, რომ “ბარსელონამ” ხანგრძლივი და რთული მუშაობის შედეგად ფინანსური სიტუაცია გამართა და ესპანეთის ჩემპიონატის რეგულაციებთან უკვე სრულ შესაბამისობაშია.
რას ნიშნავს 1:1 წესზე დაბრუნება?
აქამდე არსებული მკაცრი შეზღუდვებისგან განსხვავებით, როდესაც კლუბს გამომუშავებული თანხის მხოლოდ ნაწილის რეინვესტირება შეეძლო, ახალი რეალობა “ბარსელონას” სატრანსფერო ბაზარზე სრულ თავისუფლებას ანიჭებს:
- კლუბს შეეძლება სატრანსფერო ბაზარზე დახარჯოს ყოველი ევრო, რომელსაც ფეხბურთელების გაყიდვიდან ან სხვა კომერციული საქმიანობიდან მიიღებს.
- ახალი მოთამაშეების რეგისტრაციისა და ტრანსფერებში ინვესტირების პროცესში კლუბი ფინანსური ფეირ-პლეის მხრიდან აღარანაირ ლიმიტს აღარ წააწყდება.
ეს გარდატეხა ხელმძღვანელობას საშუალებას მისცემს, მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სასურველი მაღალი დონის ვარსკვლავების ტრანსფერები ყოველგვარი ბიუროკრატიული და ფინანსური დაბრკოლებების გარეშე დახუროს და გუნდი სრულფასოვნად გააძლიეროს.
იდეალური
ხულიანის ტრანსფერს პირადად დავბლოკავ, დაავიწყდა, რომ ბევრი გოლი უნდა გაიტანოს🤔
კიდევ კაი სერეზო ჯორზე შეჯდა
დაცვაში კანსელო გამოვისყიდოთ და 9-იანს გავზრდით ლა მასიადან და ბ-დან
კუნდე, ესპრატი, ფონტი, ერიკი, პაუ, კრისტენსენი, მარტიბი, ბალდე და,ჟოაო გვეყოლება უკან და არაუხო ნაქსუი
ცენტრში ორივე მარკი, ფრენკი, გავიპედრი და ოლომოფერმინი, გორდონი ვითრიეთ და ხან რაფა გადმოვა 9-იანზე ხან ფერანი და იქნებ იმ ბავშვმაც ივარგოს, დღეს არა უშავდა
ამათ სულ რო მილიარდები ედოთ ბანკში მაინც ვერავის მოიყვანენ, მარტო ფულით ვერ მოიყვან ფეხბურთელს, პერესის გაკეთებულ ტრანსფერებს შევხედოთ ბოლო ათი წლის განმავლობაში, უმეტესობა უფასოდ მოიყვანადა ზოგში მიზერული თანხა გადაიხადა, როგორ? მოლაპარაკებებშია ძლიერი, იცის როგორ უნდა დაიყოლიოს ფეხბურთელი. ახლა დეკუ ადგება და 150 მილიონს ჩაუტკეპნის კატლეტიკოს ჯიბეში და მოათრევს ალვარესს. განა იმას ვამბობ, რომ ალვარესი ცუდია? არა, უბრალოდ ობიექტურად, რომ ვიმსჯელოთ ამ სეზონის მიხედვით ეს ბიჭი 100-ზე მეტი არ ღირს. ამდენ წვალებას ჯობია ადგნენ და ოსიმენი მოიყვანონ, მეეჭვება ჭირვეულობა დაიწყოს კონტრაკტზე ტიპი გალათასარაიში თამაშობს და როგორ არ დათანხმდება ბარსაში გადმოსვლაზე.
და ზოგი ვაი ფეხბურთის მცოდნეს ოირსაბალი მაღალი დონე არ გონია😂🤡 ძალიან დაუფასებელია ტიპი ლეგენდა უკვე ნაკრების და თავისი კლუბის.
ესპანეთი ერთადერთია ვისაც შეუძლია საფრანგეთი გააგდოს გუნდურობის და ნახევარდაცვის ხარჯზე.
ნათელი მაგალითია ბაენა რა ნიჭიერია რა კარგად თამაშობს და ატლეში უბრალოდ ვერაფერს ვერ დებს
ამათ ჰოლანდი და ალვარესი ვერ მოყავთ და ოიარსაბალი იყიდონ, მთელი ბარსელონა ნაკრებში ყავს და შეთამაშების პრობლემა არ იქნება, უმაღლესი კლასის არის და ძალიან დაუფასებელი.
მგონი ამას ელოდებოდა ლაპორტაც და აწი დადებს იმას რაც ფლიკმა მოითხოვა და სჭირდება ბარსელონას
შენ პირს შაქარი, ცოტა კი მეეჭვება, მაგრამ რა იცი ეგება ერთი ორი ნორმალური ფეხბურთელი მოიყვანონ, თორემ რეალმა ვისზეც რამე გაიგო ეგრევ რეალში მიათრევს. მე მგონი სათადარიგოზე ადგილიც აღარ დარჩებათ.