მასკერანო “ლივერპულმა” გააბრაზა

მასკერანო “ლივერპულმა” გააბრაზა

კატალონიის “ბარსელონას” ახლადშეძენილმა ფეხბურთელმა ხავიერ მასკერანომ განცხადება გააკეთა მისი ყოფილი კლუბის შესახებ და წყენა ვერ დამალა მათ შესახებ, მასკერანოს განცხადებით მათ ფეხბურთელთან დაკავშირებით ტყუილები გაავრცელეს.
26 წლის არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა “ლივერპული” “მანჩესტერ სიტისთან” ჩატარებული უსახური მატჩის და 0-3 დამარცხების შემდეგ დატოვა, მას მანამდეც სურდა კლუბის დატოვება, სწორედ მის ამ სურვილს მოჰყვა “ლივერპულის” ოფიციალური პირების განცხადებები, რამაც მასკერანო ძალიან გააღიზიანა.
“როდესაც მე დავიწყე კლუბიდან წამოსვლაზე საუბარი, მათ წინა პლანზე ჩემი ოჯახური პრობლემები წამოწიეს, მათი განცხადებით მე მხოლოდ იმიტო მსურდა “ლივერპულის” დატოვება, რომ ჩემ ოჯახს ინგლისში ცხოვრება არ შეუძლია. ეს სრული აბსურდია, მე მსუდა ისეთ კლუბში თამაში, რომელიც უმაღლესი მიზნებისათვის იბრძვის, განა ყველა ფეხბურთელს ეს არ უნდა?
მთელი წლის მანძილზე ისინი მპირდებოდნენ რაღაცეებს, ამ დოის მანძიზე მათ არცერთი დაპირება არ შეასრულეს, შემდეგ კი ჩემ ოჯახს იმიზეზებენ, როდესაც შენ კითხულობ ამ სიცრუეს ბუნებრივია გაბრაზდები.”
მასკერანოს “ენფილდ როუდზე” უდიდეს ნდობას უცხადებდა რაფაელ ბენიტესი, ის ამ ფეხბურთელზე და სტივ ჯერარდზე ცდილობდა თამაშის აწყობას. ბენიტესის “ინტერნაციონალეში” გადაბარგების შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელს არაერთი მცდელობა ჰქონდა მასკერანო თან წაეყვანა, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო, ხავიერი კი უკვე “ბლაუგრანას” 14 ნომერია.
“რაფა მე მასწავლიდა ყველაფერს საფეხბურთო ტაქტიკის შესახებ.” დაამატა მასკერანომ.

კატალონიის “ბარსელონას” ახლადშეძენილმა ფეხბურთელმა ხავიერ მასკერანომ განცხადება გააკეთა მისი ყოფილი კლუბის შესახებ და წყენა ვერ დამალა “მერსისაიდელთა” მიმართ. მასკერანოს განცხადებით მათ ფეხბურთელთან დაკავშირებით ტყუილები გაავრცელეს.

არგენტინის ეროვნული ნაკრების 26 წლის კაპიტანმა “ლივერპული” “მანჩესტერ სიტისთან” ჩატარებული უსახური მატჩისა და 0-3 დამარცხების შემდეგ დატოვა, მას მანამდეც სურდა კლუბის დატოვება, სწორედ მის ამ სურვილს მოჰყვა “ლივერპულის” ოფიციალური პირების განცხადებები, რამაც მასკერანო ძალიან გააღიზიანა.

“როდესაც მე დავიწყე კლუბიდან წამოსვლაზე საუბარი, მათ წინა პლანზე ჩემი ოჯახური პრობლემები წამოსწიეს, მათი განცხადებით მე მხოლოდ იმიტო მსურდა “ლივერპულის” დატოვება, რომ ჩემს ოჯახს ინგლისში ცხოვრება არ შეუძლია. ეს სრული აბსურდია, მე მსუდა ისეთ კლუბში თამაში, რომელიც უმაღლესი მიზნებისათვის იბრძვის, განა ყველა ფეხბურთელს ეს არ უნდა?

მთელი წლის განმავლობაში ისინი მპირდებოდნენ რაღაცებს, ამ დოს კი მათ არცერთი დაპირება არ შეასრულეს, შემდეგ კი ჩემს ოჯახს იმიზეზებენ, როდესაც შენ კითხულობ ამ სიცრუეს ბუნებრივია გაბრაზდები.”

მასკერანოს “ენფილდ როუდზე” უდიდეს ნდობას უცხადებდა რაფაელ ბენიტესი, ის ამ ფეხბურთელზე და სტივ ჯერარდზე ცდილობდა თამაშის აწყობას. ბენიტესის “ინტერნაციონალეში” გადაბარგების შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელს არაერთი მცდელობა ჰქონდა მასკერანო თან წაეყვანა, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო, ხავიერი კი უკვე “ბლაუგრანას” 14 ნომერია.

“რაფა მე მასწავლიდა ყველაფერს საფეხბურთო ტაქტიკის შესახებ.” დაამატა მასკერანომ.

“ის ყველაზე დიდი მასწავლებელია ჩემი კარიერის განმავლობაში, მისგან ყველაზე მეტი რამ ავითვისე, რისთვისაც მისი ძალიან მადლებელი ვარ. ის ფუნდამენტალური ადამიანია, ყველაფერს დეტალებში ხსნის, ბენიტესმა ჩემში დაინახა “ლივერპულის” ნახევარმცველი და უდიდესი ნდობა გამომიცხადა, მაშინ როდესაც ჩემი წარმატების არავის სჯეროდა, მთელი ცხოვრების განმავლობაში მისი მადლობელი დავრჩები.” 

წყარო: soccerway.com

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი