კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა ლეო მესიმ ტრავმა სრულიად მოიშუშა და ახლა აღდგენით პროცესს გადის.
მესი 29 ნოემბრის შემდეგ არგენტინაში იმყოფება და იქ გადის აღდგენით პროცესს. მის ვარჯიშებს “ბარსელონადან” დანიელ მარტინესი და ლუის გარსია აკვირდებიან.
მესიმ რამდენჯერმე ბურთთანაც გაივარჯიშა, დარჩენილი დრო კი ფიზიკური კონდიციების აღდგენას მოახმარა. როგორც ესპანური პრესა იტყობინება, ლეო მესი არგენტინაში ახალ წლამდე დარჩება შემდეგ კი გუნდს შეუერთდება.