workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარტრა: „ვაპირებ ხერარდო მარტინოს საქმე გავურთულო“

ბარტრა: „ვაპირებ ხერარდო მარტინოს საქმე გავურთულო“

“ბარსელონას” 22 წლის ცენტრალური მცველი მარკ ბარტრა აცხადებს, რომ მისი მიზანი კატალონიურ კლუბში კიდევ მრავალი წლის განმავლობაში დარჩენაა.

“ბარსელონადან” წასვლის აზრი თავში არასდროს მომსვლია. კლუბში უკვე დიდი ხანია ვიმყოფები და “ბარსამ” ყველაფერი მომცა. იმედი მაქვს, ამ გუნდში კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ვითამაშებ. კარგად ვაცნობიერებ, თუ სად ვიმყოფები. რა თქმა უნდა, მირჩევნია უფრო მეტი სათამაშო დრო მქონდეს და ძირითად შემადგენლობაში ყოველთვის ვითამაშო. ვაპირებ ხერარდო მარტინოს საქმე გავურთულო და მას სასტარტო შემადგენლობის შერჩევის დროს პრობლემები შევუქმნა.” – აცხადებს მარკ ბარტრა, რომელსაც “ბარსელონასთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward