workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი და ნეიმარი FIFA/FIFPro-ს სიმბოლურ ნაკრებში მოსახვედრად იბრძოლებენ

მესი და ნეიმარი FIFA/FIFPro-ს სიმბოლურ ნაკრებში მოსახვედრად იბრძოლებენ

“ბარსელონას” სამხრეთ ამერიკელი ვარსკვლავები, ლიონელ მესი და ნეიმარი FIFA/FIFPro-ს 2013 წლის სიმბოლურ ნაკრებში მოსახვედრად იბრძოლებენ. ეს რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, როდესაც FIFA-მ სიმბოლურ ნაკრებში მოსახვედრად მებრძოლი 15 თავდამსხმელის სია გამოაქვეყნა.

2013 წლის სიმბოლური ნაკრები 2014 წლის 13 იანვარს, “ოქროს ბურთის” მფლობელთან ერთად გახდება ცნობილი. მესისა და ნეიმარის გარდა, სიმბოლურ გუნდში მოსახვდრად ვიქტორ ვალდესი, ხორდი ალბა, ხერარდ პიკე, დანიელ აველსი, სერხიო ბუსკეტსი, ჩავი ერნანდესი და ანდრეს ინიეტას იბრძოლებენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward