გაირკვა ესპანეთის ჩემპიონატის მე–2 ტურის მატჩების ჩატარების განრიგი. კატალონიის “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე “ჰერკულესს” 11 სექტემბერს 20 საათზე დაუპირისპირდება.
პირველ ტურში “ბარსელონამ” გასვლაზე სანტანდერის “რასინგს” ანგარიშით 3:0 სძლია, მესის, ინიესტას და ვილიას გოლების წყალობით, ხოლო ბლაუგრანელთა მეორე ტურის ოპონენტმა “ჰერკულესმა”, რომელიც შარშან გადმობარგდა სეგუნდა დივიზიონიდან პირველ ტურში ქულის აღება ვერ შეძლო, “ჰერკულესელ” ფეხბურთელებს ატლეტიკ ბილბაოს ფეხბურთელებმა 1:0 სძლიეს გასვლაზე.
წყარო: lfp.es