“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი მზადაა, მესის უფრო დიდხანს დაელოდოს, ვიდრე იანვრის პირველ რიცხვებამდე, თუკი იგი სრულად გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.
“ლეო გეგმის მიხედვით მუშაობს და სხვადასხვა ეტაპზე მკურნალობას გადის. ვიმედოვნებთ, იგი ახალი წლის შემდეგ უკვე მწყობრში იქნება, მაგრამ ამ თარიღს არ უნდა ჩავაცივდეთ, რადგან შესაძლოა, უფრო მეტი დრო დასჭირდეს”, – აცხადებს ხერარდო მარტინო.
“ჩვენ არ შეგვიძლია, მესის გამოჯანმრთელების თარიღი ვივარაუდოთ. პირველ რიგში, ჩვენი სურვილი მისი სრულად განკურნვაა,” – დაასრულა არგენტინელმა სპეციალისტმა.
აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში, როდესაც მესი ტრავმირებულია, “ბარსა” ოფიციალურ შეხვედრებში ზედიზედ ორჯერ პირველად დამარცხდა, ამავე წლის მარტის შემდეგ.