workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” ქუადრადოს უმიზნებს

”ბარსელონა” ქუადრადოს უმიზნებს

”ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბი შემადგენლობის გაძლიერებას ”ფიორენტინას” კოლუმბიელი ფეხბურთელით აპირებს, იტყობინება ესპანური პრესა.

კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელი, ხერარდო მარტინო თვლის, რომ ”ფიორენტინას” ნახევარმცველი, ხუან გილერმო ქუადრადო ”ბარსელონაში” გადმოსვლის შემთხვევაში, კლუბს ძალიან გააძლიერებს. აღსანიშნავია ისიც, რომ კოლუმბიელი შემტევი კატალონიელთა ყურადღებას წინა სეზონშიც იპყრობდა.

ფეხბურთელის უფლებების 50% ”უდინეზეს” ეკუთვნის, ასე რომ ტრანსფერის შემთხვევაში ”ბლაუგრანას” წარმომადგენლებს მოლაპარაკებების გამართვა ერთდროულად ორ იტალიურ კლუბთან მოუწევთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward