workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარტინო: „გოლამდე მეტოქეზე უკეთ გამოვიყურებოდით“

მარტინო: „გოლამდე მეტოქეზე უკეთ გამოვიყურებოდით“

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო, ბილბაოს “ატლეტიკთან” წაგების შემდეგ აცხადებს, რომ გოლის გაშვებამდე, მისი გუნდი მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა.

“70-ე წუთამდე მეტოქეზე უკეთ გამოვიყურებოდით. გაშვებულმა გოლმა ძალიან დაგვაზარალა. მანამდე, თამაშს ვაკონტროლებდით და რამდენიმე სახიფათო მომენტის შექმნაც მოვახერხეთ.

წაგებას მიჩვეულნი არ ვართ. მითუმეტეს, ზედიზედ ორ წაგებას. ამსტერდამში წაგების შემდეგ, მდგომარეობის გამოსწორებას ვცდილობდით. ვფიქრობ, სხვაგვარი სიტუაცია იქნებოდა, პირველად ჩვენ რომ გაგვეტანა. ამ შემთხვევაში, თამაში სხვაგვარად წარიმართებოდა. გატანის არაერთი შანსი გვქონდა.

ამ გუნდმა იცის, რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა ვითამაშოთ. მიმაჩნია, რომ დღეს კარგი “ბარსელონა” ვიხილეთ. დაცვიდან კარგად ამოვდიოდით. ვიცოდით, რომ მეტოქე ჩვენზე პრესინგს განახორციელებდა.” – აცხადებს ხერარდო მარტინო ლა ლიგაში თავისი პირველი წაგების შემდეგ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward