workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარი: “მარტინომ თავისუფლება მოგვცა”

ნეიმარი: “მარტინომ თავისუფლება მოგვცა”

კატალონიური გრანდის ახალგაზრდა თავდამსხმელი გუნდის მთავარ მწვრთნელს აქებს.

მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც “ბარსელონას” სათავეში ხერარდო მარტინო ჩაუდგა, გუნდი პირველად ოფიციალურ შეხვედრაში უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში, სტუმრად ამსტერდამის “აიაქსის” წინააღმდეგ დამარცხდა (2-1).

“მწვრთნელისა და მოთამაშეების დახმარებით, გუნდი კარგ შედეგებს აჩვენებს. ტატა ყველა ჩვენგანს ერთნაირად ეკუთვნის. მისთვის ვარსკვლავი და ახალბედა არ არსებობს. ამიტომაც, მარტინოს ყველა პატივს სცემს”, – აცხადებს ნეიმარი.

“მან ჩვენ თავისუფლება მოგვცა. ის პასის გაკეთებას და ბურთის ართმევას არ გვასწავლის. იგი ჩვენ გვენდობა, ხოლო ჩვენ – მას”, – დაასრულა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა.  

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward