ამსტერდამის “აიაქსის” მთავარი მწვრთნელი ფრანკ დე ბური “ბარსელონასთან” გასამართი მატჩის წინ კომენტარს აკეთებს. ჰოლანდიელი სპეციალისტის თქმით, მართალია, ამსტერდამელები ძლიერ მეტოქეს უპირისპირდებიან, მაგრამ ისინი მაინც იბრძოლებენ.
“ჯგუფში მე-2 ადგილს ვუმიზნებთ. დიახ, “ბარსელონას” ჩვენზე უკეთესი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ ეს გადამწყვეტი ფაქტორი ყოველთვის არაა. იმედი მაქვს, საუკეთესო თვისებებს წარმოვაჩენთ და საჭირო შედეგს ვაჩვენებთ.
“ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგაზე ქულებს ლიონელ მესის არყოფნაშიც კი არ კარგავს. არგენტინელი საჭირო ფეხბურთელია, ის არა მხოლოდ გოლების გატანით, არამედ თანაგუნდელებისთვის საგოლე გადაცემების კეთებითაცაა დაკავებული. თუმცა, მის არყოფნაშიც, კატალონიელებს შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავთ.
როგორც შევნიშნეთ, კატალონიელები მეტოქის დაცვის ხაზის უფრო სწრაფად გადაკვეთას ცდილობდნენ, ვიდრე ისინი ამას ადრე აკეთებდნენ, როდესაც ისინი მეტოქეს ჯერ საჯარიმოში გამოკეტავდნენ და შემდეგ იწყებდნენ ბარიერების დაძლევაზე ზრუნვას. ვფიქრობ, “ბარსელონა” უფრო არგენტინული გახდა.” – აცხადებს ფრანკ დე ბური.