“ბარსელონას” კარის დარაჯი ხოსე მანუელ პინტო საკუთარ მომავალზე საუბრობს და აცხადებს, რომ მას კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.
“ვიქტორ ვალდესი საუკეთესო ფორმაშია და მისი ადგილის დაკავება ადვილი არაა. თუმცა, ამ გამოწვევისთვის მზად ვარ და შანსს პროგრესირებისთვის გამოვიყენებ.”
“ამსტერდამ არენაზე” თამაში ყოველთვის კარგი და განსაკუთრებულია. აქ თამაში კიდევ უფრო განსაკუთრებულია, როდესაც საქმე ჩემპიონთა ლიგასთან გვაქვს.”
“მინდა, რომ სანამ სათანადო ფორმაში ვიქნები თამაში განვაგრძო და კლუბთან კონტრაქტი განვაახლო. იმ პერიოდის განმავლობაში, რაც “ბარსელონაში” ვარ, ჩემი თავდაუზოგავი შრომის წყალობით, ხელშეკრულება ავტომატურად გრძელდებოდა.”