workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარტინო: „საუკეთესო ინიესტა იყო“

მარტინო: „საუკეთესო ინიესტა იყო“

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო “გრანადასთან” 4:0 მოგებული შეხვედრის შემდეგ კმაყოფილი ჩანდა. არგენტინელმა სპეციალისტმა კატალონიელთა ახალგაზრდა ნახევარმცველზე, სერხი რობერტოზეც ისაუბრა.

“თამაშის მიმდინარეობას ვაკონტროლებდით, ბურთი კარგად გვეჭირა და ვიცოდით, რა დროს უნდა წავსულიყავით შეტევაში.”

“წინასწარ არ ვადგენ, ვინ უნდა შეასრულოს თერთმეტმეტრიანი. მოთამშეებს შეუძლიათ ეს თავად გადაწყვიტონ. მე მათ მხოლოდ იმას ვთხოვ, რომ ამ დროს შოუ არ დადგან.”

“სერხი რობერტოსთვის მიცემული მცირე სათამაშო დრო ჩემი მისდამი ნდობის საწინააღმდეგოა. ჩემი სურვილია, რომ მან მეტი ითამაშოს. მომავალში, ის გუნდის მნიშვნელოვანი წევრი იქნება.”

“დღევანდელ მატჩში, მოედანზე საუკეთესო ინიესტა იყო.”

“კარგ ფეხბურთთან დაკავშირებით პირადად მე განსხვავებული შეხედულება მაქვს. 20 პასიც შეიძლება ლამაზი იყოს და სამიც. ორივე სტილის კომბინაცია შეიძლება საინტერსო იყოს.”

“ფეხბურთელის პროგრესის საკუთარ დამსახურებად ჩათვლა არ მიყვარს. ბარტრა კარგად იმიტომ  თამაშობს, რომ ის კარგი ფეხბურთელია.”

“ნეიმარს ცენტრფორვარდად თამაში შეუძლია, მაგრამ როცა არჩევანი მაქვს, მირჩევნია მან ფლანგზე ითამაშოს.”

“პინტომ კარგი თმაში ჩაატარა. ის გამოცდილი მეკარეა, რომელმაც დღეს 2-ჯერ კარგად ითამაშა.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward