მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, გუტიმ 2013 წლის “ოქროს ბურთის” პრეტენდენტებზე ისაუბრა. ექს-ფეხბურთელის აზრით ამ ჯილდოს ყველაზე მეტად პორტუგალიელი, კრიშტიანუ რონალდუ იმსახურებს.
“აქ დაბნეულობაა. თუ ფიფას სურს, რომ “ოქროს ბურთი” მას გადასცეს, ვისაც ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული ეს სხვა საქმეა. თუმცა მე თავადაც არ ვიცი. ანდრეს ინიესტამ ეროვნულ ნაკრებთანაც მოიპოვა გამარჯვება, მაგრამ “ოქროს ბურთი” მაინც მესის გადასცეს, რომელმაც იმ წელს გაცილებით ნაკლები მოიგო. თუ პრემია საუკეთესო ფეხბურთელს უნდა მისცემ, აქ ყველას კრიშტიანუ რონალდუ აღემატება. ის ამჟამად ორი-სამი ნაბიჯით უფრო წინაა, ვიდრე მესი და რიბერი.” – განაცხადა, გუტიმ.



