კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, მშვიდად ადასტურებს ორი ძირითადი მოთამაშის არყოლას.
“გარკვეული დროის განმავლობაში, ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისა და მსოფლიოს საუკეთესო მეკარის გარეშე თამაში მოგვიწევს. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, “ბლაუგრანა” მეტოქესთან გამკლავებას მათ გარეშეც მოახერხებს”, – აცხადებს ხერარდო მარტინო.
“ჩვენ გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც მათი შეცვლა შეუძლიათ. არ ვფიქრობ, რომ ამ დანაკლისის გამო უფრო დავსუსტდებით. პირიქით, ასეთი სიტუაცია გუნდს უფრო ძლიერს ხდის”, – დაასრულა არგენტინელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, პრიმერა დივიზიონის უახლოეს შეხვედრაში, “ბარსელონა” საკუთარ კედლებში “გრანადას” უმასპინძლებს.