workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ვალდესს 6 კვირა გაუცდება

ოფიციალურად: ვალდესს 6 კვირა გაუცდება

“ბარსელონას” მეკარეს, ვიქტორ ვალდესს, როგორც მოსალოდნელი იყო, ფეხის კუნთის გაწყვეტა დაუდგინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კატალონიელი კიპერი გუნდს 2014 წლამდე ვეღარ დაეხმარება.

ვალდესმა ტრავმა გუშინ, ესპანეთის ნაკრების თამაშის დროს მიიღო. გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ფეხის კუნთი ჰქონდა გაწყვეტილი, დღეს კი, ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურა. “ბარსელონას” ოფიციალური საიტის ინფორმაციით, გუნდის ნომერ პირველ მეკარეს დაახლოებით 6 კვირა გაუცდება.

ტრავმის გამო, ვიქტორ ვალდესი ლა ლიგაში “გრანადასთან”, “ბილბაოსთან”, “ვილიარეალთან” და “ხეტაფესთან”, ჩემპიონთა ლიგაზე “სელტიკთან” და “აიაქსთან”, ხოლო ესპანეთის თასზე “კარტახენასთან” ორივე თამაშს გამოტოვებს. ივარაუდება, რომ ის მოედანს 2014 წლის 5 იანვარს, “ელჩესთან” გასამართ შეხვედრაში დაუბრუნდება, მაგრამ ლიონელ მესის შემთხვევის მსგავსად, არც ამის გარანტია არსებობს.

ლიონელ მესისა და ვიქტორ ვალდესის გარდა, “ბარსელონას”, “გრანადასთან” გასამართ მატჩში, ხორდი ალბა და იბრაჰიმ აფელაი ვერ დაეხმარებიან. საეჭვოა ჩავის, სესკ ფაბრეგასისა და დანი ალვესის თამაშიც.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward