“ბარსა ბ”-ს ახალგაზრდა პარაგვაელი თავდამსხმელის, ტონი სანაბრიას მამის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მის შვილს არაერთი ევროპული გრანდი ეპატიჟება, მისი სურვილი მაინც “ბარსელონაში” დარჩენაა.
“ჩემი შვილის სამსახურით ინგლისური და იტალიური კლუბები არიან დაინტერესებულნი, რომელბიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ იმ დროზე ვოცნებობთ, როდესაც ჩემი შვილი “ბარსელონას” პირველ გუნდში ითამაშებს.” – აცხადებს ტონი სანაბრიას მამა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ხერარდო მარტინო ტონი სანაბრიას ოჯახს ესტუმრა და ფეხბურთელის კატალონიურ კლუბში დარჩენის საკითხი განიხილა.