ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავრი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე მიიჩნევს, რომ სამხრეთ აფრიკასთან წაგებულ მატჩში (0:1) ყველაზე სამწუხარო არა თავად წაგება, არამედ ვიქტორ ვალდესის ტრავმა იყო.
“ვალდესის ტრავმამ უფრო დიდი ტკივილი მომაყენა, ვიდრე წაგებამ.” – განაცხადა თამაშის შემდეგ დელ ბოსკემ.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრაში მე-2 ტაიმში ჩართულმა ვალდესმა ტრავმა მატჩის მიწურულს მიიღო. წინასწარი პროგნოზით, კატალონიელ მეკარეს 3-დან 6 კვირამდე გაუცდება.