“ფიფას” აგენტი ფრანსუა გალიარდო მორიგ უცნაურ განცხადებას აკეთებს, რომელსაც ასრულება, დიდი ალბათობით, არც ამჯერად უწერია. გალიარდოს თქმით, “ბარსელონას” ერთ-ერთი ლიდერი კარიერას მადრიდის “რეალში” განაგრძობს.
“მომდევნო კვირაში, “ბარსელონას” ერთ-ერთი ფეხბურთელი თავის თავს მადრიდის “რეალს” შესთავაზებს. ის კატალონიურ კლუბში თავს საჭირო ფეხბურთელად აღარ თვლის.
საქმე გვაქვს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეთა ხუთეულში შემავალ ფეხბურთელთან. “რეალი” ამ საკითხს მომდევნო კვირაში განიხილავს.” – ციტირებს გალიარდოს სიტყვებს Punto Pelota.
შეგახსენებთ, რომ ფრანსუა გალიარდო არაერთი აბსურდული განცხადების ავტორია. მის სიტყვებს რომ დაეჯერებოდეს, დიდიე დროგბა “ბარსელონაში” უნდა თამაშობდეს, ხოლო პეპ გუარდიოლა “მანჩესტერ სიტის” უნდა წვრთნიდეს.