workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პეპე მელი: “ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ”

პეპე მელი: “ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ”

“ბარსელონასთან” წაგების (1:4) შემდეგ, “ბეტისის” მთავარი მწვრთნელი პეპე მელი თავისი შეგირდებით კმაყოფილი დარჩა. 50 წლის მადრიდელი სპეციალისტის განცხადებით, სევილიელები მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან დამარცხდნენ.

“ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ, რადგან ისინი მსოფლიოს საუკეთესო გუნდს არ შეუშინდნენ. მთლიანობაში, სამ მომენტს გამოვყოფდი: აქედან ორი, ჩვენთვის, დადებითა, ხოლო ერთი – უარყოფითი. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი გუნდი გაბედულად მოქმედებდა. თუ ჩვენს გუნდს მეტოქის კარის ასაღებად ბევრი მომენტის შექმნა სჭირდება, “ბარსელონას” ამისთვის ერთიც ჰყოფნის.” – აცხადებს პეპე მელი თამაშის შემდეგ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward