workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატინო მესის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე წუხს

მატინო მესის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე წუხს

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო, მისი გუნდის ლიდერის, ლიონელ მესის მიერ მორიგი ტრავმის მიღების შემდეგ, ხაზს ფეხბურთელთან გასაუბრების საჭიროებას უსვამს.

“მესის ეს ტრავმა წინას არ უკავშირდება, რადგან დაზიანება მე-2 ფეხზეა. ვნახოთ, რამდენად სერიოზული იქნება ეს ტრავმა.

რა თქმა უნდა, მესისთან უნდა ვისაუბროთ და გავარკვიოთ, ფსიქოლოგიურად რამდენად იმოქმედებს ეს ტრავმა მასზე და რამდენად მშვიდადაა ის.” – აცხადებს ხერარდო მარტინო.

შეგახსენებთ, რომ მესიმ დაზიანება “ბეტისთან” გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში მიიღო. ეს, მისთვის, მიმდინარე სეზონში, უკვე მე-3 ტრავმაა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward