workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე მოტივაციას არ კარგავს

პიკე მოტივაციას არ კარგავს

გასულ კვირას, კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა მცველმა, ხერარდ პიკემ ინტერვიუ მისცა კატალონიურ სპორტულ გაზეთს, “ელ მუნდო დეპორტივოს”, სადაც შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, “ჩემპიონთა ლიგა” და რაღა თქმა უნდა მადრიდის “რეალი”.

“ბარსასთვის” ლიგა სტარტს ხვალ, სანტანდერში აიღებს. როგორ განწყობაზეა გუნდი?

რთული პრე–სეზონის შემდეგ გუნდი თავს ძალიან კარგად გრძნობს.

რთულია მოტივაციის მოძებნა “მსოფლიო ჩემპიონატის” მოგების შემდეგ?

არა, “მსოფლიო ჩემპიონატმა” ჩვენზე მხოლოდ ფიზიკურად იმოქმედა, მაგრამ ახლა ყველანი კარგად ვართ. ჩვენ არ ვკარგავთ მოტივაციას, რადგანაც ძალიან კარგი შეგრძნებაა, როდესაც პირველ თამაშს იგებ. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას…

ოდესმე გიფიქრიათ, რომ მსოფლიო ჩემპიონი გახდებოდით?

ვერავინ წარმოიდგენს ამას. მთავარია გქონდეს მიზანი. ყველაფერი ნაბიჯ–ნაბიჯ უნდა გაკეთდეს.

გამარჯვება “ბარსას” 7 ფეხბურთელთან + თქვენს მეგობარ, სესკთან ერთად…

ამაზე უკეთესად არ შეიძლებოდა. ამ ფეხბურთელებს მე უკვე დიდი ხანია ვიცნობ და ისტორიას ერთად ვქმნით. ეს საოცარია. თამაშობ შვიდ თანაგუნდელთან ერთად, ერთ სტილში…

თქვენი აზრით, რომელი ტიტულის დალაშქვრა გაუჭირდება ყველაზე მეტად “ბარსას”?

ყველა თასი რთული მოსაპოვებელი იქნება. “ლა ლიგა”, “სამეფო თასი” და “ჩემპიონთა ლიგა”.რაც მთავარია ცოტა ტრავმები… მთავარია არ მოვდუნდეთ, თორემ ყველაფრის წყალში ჩაყრა 1 თვეში შეიძლება.

23 წლის ასაკში მოიპოვეთ “ჩემპიონთა ლიგის” ტიტული. თვლით თუ არა თავს პრივილეგურ ადამიანად?

შენ ყოველთვის უნდა ცადო საკუთარი თავის მორევა, რაც შეიძლება ადრეულ ასაკში.ფეხბურთელის კარიერა მისი ტიტულებით იზომება.

ყველა კულეს კალენდარში მოხაზული აქვს 28 მაისი. ეს არის რიცხვი, როდესაც “ბარსას” შეეძლება მოიპოვოს “ჩემპიონთა ლიგის” თასი ლონდონში. თვლით თუ არა თავს ვალდებულს აიღოთ ეს თასი?

დიახ. “ინტერთან” წაგებამ ჩვენზე, ყველაზე იმოქმებდა. ეს ძალიან ცუდი მოგონებაა და ამიტომ ყველა შევეცდებით თასის მოპოვებას.

თუ “ბარსა”ზედიზედ მესამედ აიღებს თასს, ეს იქნება კლუბის ისტორიაში მეორედ. იქნება თუ არა ეს საუკეთესო გზა გააგრძელოს თავისი ერა და მიაყენოს სასიკვდილო ჭრილობა “რეალ მადრიდს”?

ეს იქნება შემდეგი ნაბიჯი. ერა კი დასრულდება მაშინ, როდესაც ჩვენ შევწყვეტთ გამარჯვებებს. ჩვენ კი ამას არ ვაპირებთ.

არის თუ არა “რეალ მადრიდი” საშიში მეტოქე?

ისინი ყოველ წელიწადს ძლიერდებიან, მაგრამ ჩვენ დასვენებას არ ვაპირებთ

.გაძლევთ თუ არა ჟოზე მაურინიო დამატებით მოტივაციას?

ის ახალი მწვრთნელია. ტიტულების მოსაგებად მადრიდი ძალიან ბევრს ცდილობს. ბოლო 2 წლის მანძილზე მათ არც ერთი ტიტული არ აქვთ აღებული. მაურინიო კი უბრალოდ ახალი ალტერნატივაა.

ფიქრობთ, რომ მაისის “ელ კლასიკო” ჩემპიონის ბედს გადაწყვეტს, როგორც ეს გასულ 2 სეზონში მოხდა?

სავსებით შესაძლებელია.

გაძლევთ თუ არა ეს დაპირისპირება მოტივაციას?

ეს არ არის ჩვენთვის მოტივაცია. ეს დაპირისპირება პრესისთვის უფრო კარგია, რადგანაც ისინი უფრო მეტ ჟურნალს ყიდიან და ხალხისთვისაც ძალიან მარტივია საუბარი ამის შესახებ, ვიდრე რაიმე ნორმალურ თემაზე. ორშაბათს ვალდესმა შეგვახსენა, რომ ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც თამაშობენ ფეხბურთს. მწვრთნელები კი გვაძლევენ თამაშის ინსტრუქციებს, რომელიც უნდა შევასრულოთ.

როგორ მოქმედებს თქვენზე მადრიდული პრესის ზეწოლა?

ისინი ამბობენ, რომ ჩვენ მათ შესახებ ვლაპარაკობთ, მაგრამ ეს ასე არაა. ჩვენ მხოლოდ ჩვენს კითხვებს ვპასუხოვთ. ყველაფერს ჯობია, ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოს.

“ბერნაბეუზე” გამარჯვება, ნიშნავს თუ არა იმას, რომ მადრიდელთა გუნდში არეულობაა?

თამაში 90 წუთი მიმდინარეობს და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ხალხი ლაპარაკობს და ლაპარაკობს, მაგრამ მთავარი მაინც მატჩია… მაშინ ყველა ხედავს თუ ვინაა უფრო ძლიერი.

ნამდვილად იღებს გუნდი დარტყმებს დედაქალაქიდან?

ეს უკვე ძალიან დიდი ხანია ხდება. ამაზე ლაპარაკი უბრალოდ დროის კარგვაა.

ამის გამო, ოდესმე დაუკარგავთ თქვენთვის იუმორის გრძნობა?

ზოგჯერ შენ არ ხარ ისეთი მხიარული, როგორიც შენი თანაგუნდელები არიან. პირველი წელი ძალიან რთული იყო, მაგრამ შემდეგ ყველაფერს მივეჩვიე.

გაქვთ თუ არა რაიმე ჩვევა, ან ცრურწმენა მოედანზე გასვლისას?

მოედანზე ყოველთვის მარჯვენა ფეხით შევდივარ და ყოველტვის გრძელ გეტრებს ვიცვამ.

როგორ მიდის საქმე ვილასთან და ადრიანოსთან? უკვე მოიფიქრეთ რამე ხუმრობა მათ შესახებ?

ჯერ–ჯერობით არა(იღიმის). ვილა უკვე მიცნობს ეროვნული ნაკრებიდან…

შარშან თქვენ იბრასთვის “მისასალმებელი ხუმრობა” მოიფიქრეთ…

დიახ, მაგრამ ვერ გაგიმხელთ. იბრასთან მე ძალიან კარგი მეგობრობა მაკავშირებს.

რას ფიქრობთ ზლატანის განცხადებებზე?

ყველა ადამიანი გამოხატავს იმას, რასაც გრძნობს და ფიქრობს. ზლატანმა უბრალოდ თავისი აზრი გამოხატა. რა თქმა უნდა ეს არ არის კარგი, მაგრამ რას ვიზამთ…

პუიოლის თქმით გუარდიოლასთან ბევრს თვით კაპიტანიც კი არ საუბრობს. საუბრობთ თუ არა თქვენ მასთან ბევრს?

გუარდიოლასთან ბევრს არავინ ლაპარაკობს, რაღა თქმა უნდა თუ რაიმე მნიშვნელოვანი არ ხდება.

რას ფიქრობთ მასკერანოს ტრანსფერზე?

ეს ძალიან კარგი შენაძენია. იგი ძალიან გამოცდილი და კარგი ნახევარმცველია. ვფიქრობ, რომ იგი ჩვენს დახმარებას შეძლებს.

თქვენ მას ეროვნული ნაკრების მაისურით შეხვედრილხართ, მაგრამ ასევე გემახსოვრებათ “მანჩესტერიდანაც”.თუ შეგიძლიათ, გაიხსენეთ რას ამბობდა სერ ალექს ფერგიუსონი მის შესახებ, როდესაც თამაში ლივერპულთან გქონდათ?

ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ მას შესანიშნავად შეეძლო ბურთის კონტროლი, რომ იგი შესანიშნავი ჩამჩლელი იყო.

ახლა უკვე აღარაა საჭირო, მაგრამ იყავით თუ არა მზად გეთამაშათ საყრდენის პოზიციაზე?

მე ძალიან მოხარული ვარ იქ თამაშით, სადაც მწვრთნელი დამავალებს.

თქვენ ამ პოზიციაზე”რეალ სარაგოსაში” თამაშობდით…

დიახ, მე იქ რამდენიმეჯერ ვითამაშე, მაგრამ ყველაზე კომფორტულად თავს, მაინც დაცვაში ვგრძნობ.

და ცენტრალურ თავდამსხმელადაც “ინტერის” წინაამღდეგ…

როდესაც საჭიროა…

ახლა მარკესი და ჩიგრინსკი წავიდნენ, მზად ხართ მონაწილეობა მიიღოთ ყველა მატჩში?

დიახ, მე ვიმედოვნებ, მაგრამ ტრავმებისგან დაზღვეული არავინაა. მე 23 წლის ვარ, რაც ძალიან კარგი ასაკია იმისთვის, რომ მე ბევრი ვითამაშო.

გყავთ თუ არა საკმარისი მცველები ამ სეზონისთვის?

ჩვენ მხოლოდ სამნი ვართ, მაგრამ აბიდალს შეუძლია მოგვევლინოს, როგორც ცენტრალურ მცველად.

უკვე ძალიან დიდ ნდომას გიცხადებენ…

ჩვენ ვაპირებთ ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ჩვენი საქმის კეთება. ეს ბოლო წლებია “ბარსა” უკვე მაგალითად იქცა მთელი მსოფლიოსთვის.

როგორი დამოკიდებულება გაქვთ პრეზიდენტ როსელისთან?

ძალიან კარგი, მაგრამ სამწუხაროდ მასთან საუბრის შანსი ჯერ–ჯერობით არ მქონია.

და როგორი დამოკიდებულება გაქვთ სუბისარეტასთან და ნარსის ხულიასთან, რომელთა ყურადღების ქვეშაც”სარაგოსაში” თამაშისას იმყოფებოდით?

სუბისთან ყველაფერი კარგადაა, ნარსის ხულიას კი ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. მან ბევრი რამ იცის ფეხბურთის შესახებ და იცნობს ბევრ ფეხბურთელს.ის ჩვენს გარშემო დიდი ხანი იყო და ზუბის თავის საქმეში დაეხმარება.

წყარო: TotalBarca.Com

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward