“ბარსელონასა” და “ესპანიოლს” შორის გასამართი კატალონიური დერბი წუთიერი დუმილით დაიწყება. კატალონიელი ფეხბურთელები პატივს რეგიონის ერთ-ერთი გუნდის, ჟირონას მე-3 მეკარეს, ნილ მარინს მიაგებენ, რომელიც რამდენიმე დღის წინ ავტოკატასტროფამ შეიწირა.
ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონამ” მარინის მშობლები, “ჟირონას” დირექტორთა საბჭოს წევრები, ქალაქ ჟირონას მერი და სხვა თანამდებობის პირვები მიიწვია.